Search
Close this search box.
Search
Close this search box.

აჭარაში მშენებლები პროფკავშირის შექმნისათვის სამსახურიდან გაათავისუფლეს

ბათუმში, ყოფილი ფოსტის შენობის მშენებლობაზე დასაქმებულებს ხელმძღვანელობა სამსახურიდან პროფკავშირული ორგანიზაციის შექმნის გამო ათავისუფლებს. მომხდარზე განცხადება დასაქმებულთა სახელით აჭარის მშენებელთა დარგობრივ პროფკავშირში გაკეთდა.

აჭარის მშენებელთა დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარემ პროფესიული კავშირის შექმნის მიზეზებზეც ისაუბრა.

“იაპი გიუვენ ბათუმში“ ამბობენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ დასაქმებულებს გადაწყვეტილების თაობაზე მხოლოდ წინასწარ ინფორმირება მოთხოვა, თუმცა ეს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არ გამხდარა.

განცხადებები გააკეთეს “სინოჰიდროში“ დასაქმებულებმაც. წლების განმავლობაში არსებულ პრობლემებს აქ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე დასაქმებულთა სამსახურიდან უმიზეზო დათხოვნაც დაემატა.

აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ილია ვერძაძე ამბობს, რომ მდგომარეობის შესწავლის მიზნით წერილი საქართველოს მთავრობას გაეგზავნა და თუკი მას რეაგირება არ მოჰყვება, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ.

აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანებაში გაკეთებულ განცხადებებს მთავრობის თავმჯდომარეც გამოეხმაურა.

დასაქმებულები უცხოური კომპანიების მიერ დამკვიდრებულ ტენდენციებზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ სამუშაოების ბოლო ეტაპზე თანამშრომლებს უხელფასოდ ტოვებენ და ქვეყნიდან მიდიან, რისთვისაც ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ.ilia

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.