Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ბათუმში ხარაჩოებიდან ჩამოვარდნილი მუშის მდგომარეობა მძიმეა

კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ  ბათუმში. ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში მშენებარე სახლის ხარაჩოდან მამაკაცი ჩამოვარდა. დაზარალებული სამღებრო სამუშაოებს ასრულებდა. შემთხვევის მიზეზი საყრდენი ფიცრის ჩატეხვა გახდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა.

მორიგე ექიმის განცხადებით, დაზარალებული 45 წლის მურმან ლაშხია. მას თავის არეში მრავლობითი სხვადასხვა სირთულის დაზიანებები აღენიშნება.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს კომპანია “აკმე-ჯორჯია” აშენებს. კომპანიაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების კუთხით სერიოზული პრობლემები არსებობს _ მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს რეგულაცია, რომლითაც განხორციელდება შრომის უსაფრთხოებისა და პირობების მონიტორინგი სამუშაო ადგილებზე. საკითხის სიმწვავეზე ბოლო წლებში სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევებისა და დაშავებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა მიუთითებს. musha

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.