ბანლგადეშში სამკერვალო ქარხნის მუშებმა გადაკეტეს გზები, დატოვეს ქარხნები, აქციების მესამე დღეს შეეჯახნენ პოლიციას. მათი მთავარი მოთხოვნა მინიმალური ხელფასის 100 აშშ დოლარამდე გაზრდაა და ეს სახელფასო ბადე, დედაქალაქ დხაკას ფარგლებს გარეთაც უნდა გავრცელდეს.
აბდულ ბათენმა, გაზიპურის სამრეწველო რაიონია, რომელიც მდებარეობს დახასთან ახლოს და მოიცავს 100მდე ქარხანას. რეგიონის პოლიციის უფროსმა ოთხშაბათს განაცხადა რომ 200 000 მუშაზე მეტი შეუერთდა დემონსტრაციებს. ვითარება უკიდურესად სახიფათოა. ურჩი მუშების საწიააღმდეგოდ პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემსადენი გაზი გამოიყენა. ინციდენტის შედეგად დაშავდა რამდენიმე მუშა და პოლიციელი.
საფეიქრო ქარხნების მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ ორშაბათის საპროტესტო აქცია გამორჩეუოლი იყო და ასეთი აქცია 2010 წლის შემდეგ არ ყოფილა. 3 წლის წინ, დემონსტრანტებმა აიძულეს მთავრობა და ფაბრიკის მფლობელები მათთვის მინიმალური ხელფასის სახით 40$ გადაეხადათ.
ბანგლადეშელი ტექსტილის მუშები უმეტეს შემთხვევაში მუშაობენ 80 საათს კვირაში და აქვთ ყველაზე დაბალი ანაზღაურება. ქარხნები დაუცველია ხანძრისაგან და სხვა უბედური შემთხვევებისაგან.
საპროტესტო აქციები დაბალ ხელფასებთან და მძიმე სამუშაო პირობებთან დაკავშირებით ხშირია, მაგრამ განსაკუთრებით მან ინტენსიური სახე აპრილის შემდეგ მიიღო, მას შემდეგ რაც დაახლოებით 1100-ზე მეტი ადამიანი მოყვნენ უმძიმეს მსოფლიოს სამრეწველო კატასტროფებში.
სავარში, სადაც აპრილის ინციდენტი მოხდა, დაიხურა 10–ზე მეტი ქარხანა. მომიტინგეები დაუპირისპირდნენ პოლიციას, რის გამოც 20 ადამიანი დაშავდა – განაცხადა პოლიციის უფროსის მოადგილემ შიამალ მუხერიემ.
სამხრეთ აზიური ქვეყანა რომლის მოსახლეობა სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება მსოფლიოში მეორე სამკერვალე ექსპორტიორი ქვეყანაა, წლიური ექსპორტის მიხედვით შემოსავალი 28,95 მილიარდ დოლარს აღწევს.
მიმდინარე წლის ივნისში მთავრობამ გამოყო ექსპერტები რათა გადაეხედათ ხელფასებისთვის, სადაც პროფკავშირელებმა მინიმალურ ხელფასად 107$–ის გადახდა მოითხოვეს .
ქარხნების მფლობელებმა უარი განაცხადეს ამ მოთხოვნაზე და თქვეს რომ ისინი გაზრდიდნენ ხელფასებს მხოლოდ 20%-ით და ამის მიზეზად გლობალური ეკონომიკური პრობლემები დაასახელეს.