Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გაფიცვის მიზეზები – გამოცდილება

3015478სტატიის ავტორი: დავით არაბიძე

გაფიცვა როგორც სოციალური მოვლენა უკვე რამდენიმე საუკუნეს ითვლის. ამ მოვლენის არსსი გასარკვევად არა ერთი დაორი ნაშრომია დაწერილი და ყოველი ახალი მათგან საკუთარ ნიუანს პოულობს ამ სიციალურ მოვლენასი. ოთხი წლის წინ გამოიცა მოგონებების წიგნი „წარსულის გარეშე არ არის მომავალი“, რომლიც ეკუთვნის 1982-1990 წლებში სრულიად საკავშირო პროფესიული კავშირების ცემტრალური საბჭოს თავმჯდომარეს სტეფანე ალექსის ძე შალაევს. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფკავშირული ლიდერის თვალით დანახული და შეფასებული გაფიცვა ფრიად საინტერესოა დრესაც. თუნდაც ეს თითქმის სამი ათეული წლის წინ მოხდარ სოციალურ მოვლენას ეხებოდეს, რომელიც სულ სხვა ეკონომიკური სისტემისა და პოლიტიკური ინსტიტუტების პირობებში განვითარდა.  მოგონებებში ამ საკითხს სათანადო თავი „მე-20 საუკუნის 80-ანი წლების ბოლოს მშრომელთა მასობრივი გაფიცვები“ აქვს დათმობილი. ეს თავი დღეს არაჩვეულებრივად ესადაგება არსებულ რეალობას ჩვენს ქვეყანაში.

აი რას წერს მოგონებებში ს. ა. შალაევი მე-20 საუკუნის 80-ანი წლების ბოლოს გაშლილ გაფიცვებზე: „გაფიცვების ძირითადი მიზეზი გახდა ადამიანის ცხოვრების უზრუნველყოფის საკითხების, მთელი სოციალური სფეროს მიფუჩეჩება. მშრომელთა მთავარი მოთხოვნები უკავშირდებოდა სურსათით მომარაგების გაუმჯობესებას, ხელფასისა და პენსიის რაიონული კოეფიციენტის, ღამისა და საღამოს საათებსი შრომის ანაზღაურების ზრდას. წყლით, გათბობითა და ბინით უზრუნველყოფას…

მრავალი ათეული წლის განმავლობაში კუზბასის მადნის მომპოვებელი რაიონების სახალხო მეურნეობა ძირითადად მიმართული იყო მადნის მოპოვების ზრდისკენ. სოციალურ საკითხებს არასაკმარისი ყურადღება ეთმობოდა. ამ პერიოდისთვის 72 ათასი ოჯახი უაღრესად ძველ სახლებში ცხოვრობდა.

მასობრივი შრომითი კონფლიქტების სიღრმისეული, პრინციპული მიზეზი კი იყო ნახშირის მრეწველობის სამინისტროს მიერ შახტებისა და სხვა საწარმოების ეკონომიკური დამოუკიდებლობის საკითხი, მთთვის საქმიანობის დამოუკიდებლობის, თვითმმართველობის პრინციპზე გადაყვანისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების საკითხის გადაწყვეტის გაჭიანურება.

მშრომელთა საყოველთაო აღშფოთებას ზრდიდა წლიდან წლამდე კუზბასის ქალაქებსა და დაბებში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება. აქ წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე ჰაერში გაფანტული მავნე ნივთიერებების მოცულობა უკვე 30 კილოგრამს შეადგენდა, რაც ქვეყნის საერთო მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატებოდა. იზრდებოდა შრომის პირობებთან და ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პროფესიული დაავადებების რიცხვი.

მაღაროელთა მიერ წამოყენებული მოთხოვნების ანალიზმა აჩვენა, მათი უდიდესი ნაწილი გაფიცვებამდე დიდი ხნით ადრე, უკომფლიქტო სიტუაციაში შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო.“

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.