Search
Close this search box.
Search
Close this search box.

”დამსაქმებლებო, იზრუნეთ ადამიანებზე!”

საქართველოში კვლავ ძალიან ცხელა. დასაქმებულების ერთ ნაწილს კი ისევ სიცხეში უწავთ მუშაობა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ წამოწყებულ კამპანიას თაკარა სიცხეში მუშაობის შეწყვეტასთან და სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რამდენიმე კომპანია და საწარმო გამოეხმაურა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს “თელასი” და “საქართველოს რკინიგზა”, სადაც გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები ამ პრობლემების მოსაგვარებლად. კომპანია “სინოჰიდროს” საპროქტო დეპარტამენტმა კი გაავრცელა განცხადება, (წარმოგიდგენთ ამ განცხადებას) სადაც აღნიშნულია, რომ მაღალი ტემპერატურის დროს მზის გულზე მომუშავეების, აგრეთვე დიდი მანქანების ოპერატორების ანაზღაურებას 3 ლარი დაემატებათ. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ ეს არ არის პრობლემის მოგვარების ცივილიზებული მეთოდი, რადგან 3 ლარის დანამატით დასაქმებულების სამუშაო პირობები არ და ვერ შეიცვლება. საჭიროა სამუშაო პრობების მკვეთრი გაუმჯობესება, რაც მხოლოდ კოლექტიური შეთანხებით მიიღწევა.

”მაღალი ტემპერატურის პირობებში მუშაობა, ერთი მხრივ ზიანს აყენებს დასაქმებულის ჯანმრთელობას და საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს, ხოლო მეორე მხრივ აუარესებს მდგომარეობას სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების კუთხით: იზრდება ადამიანური შეცდომების, ავარიების და უბედური შემთხვევების ალბათობა, მაგალითად, სარკინიგზო, საავტომობილო, სამშენებლო და სხვა სფეროებში. სწორედ ამიტომ არსებობს საერთაშორისო სტანდარტები ცხელ (და ცივ) პირობებში მუშაობის რეგლამენტირებასთან დაკავშირებით,

სწორედ ამიტომ გამოიცა მთავრობის დადგენილება #69 პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით 2014 წლის 15 იანვარს. რაც შეეხება “სინო ჰიდროს” მენეჯმენტს – ანაზღაურების ფრაგმენტულად გაზრდა მზის მცხუნვარებას ვერაფერს დააკლებს, ჰაერში ჟანგბადის შემცველობას ვერ გაზრდის, ვერც არტერიულ წნევას დაარეგულირებს და ვერც ამ ყველაფრისგან გამოწვეულ ჯანმრთელობის სხვაგვარად გაუარესებას უშველის რამეს. რისკებსა და საფრთხეებზე პასუხი ადეკვატური და თანაზომადი უნდა იყოს! დამსაქმებლებო, კერძო და სახელმწიფო კომპანიების და ორგანიზაციების ხელმძღვანელებო – იზრუნეთ ადამიანებზე, რომელთა წვლილი თქვენი საქმიანობის წარმატებაში უმნიშვნელოვანესია, პატივი ეცით მათ შრომას, დააფასეთ მათი ღირსება. ამგვარი მიდგომა თქვენს ბიზნესს უფრო უსაფრთხოსა და მომგებიანს გახდის” – აცხადებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია.

sabut

sicxe

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.