Search
Close this search box.
Search
Close this search box.

დარგობრივი ლიდერები კიდევ ერთი კანდიდატის შესახებ

პროფკავშირების გარეთიანების 16-ი დარგობრივი ორგანიზაციის ლიდერები ეხამურებიან პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეობის პოსტზე კიდევ ერთი კანდიდატის ამირან ზენაიშვილის წამოყენების საკითხს.

ჩვენთვის ნათელია, რომ ახალი კანდიდატის დასახელების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ერთი მიზნით მიიღო, ოქიტაშვილი დისკრედიტირებულია, საკუთარ გუნდშიც კი. გუშინ გამოაშკარავდა მისი ბრძოლის ამორალური მეთოდები, საქართველოს პარლამენტის დეპტატების დაშანტაჟების, ახალგაზრდა აქტივზე ზემოქმედების, ასევე პროფკავშირების მოქმედი თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის ოჯახზე ზეწოლის მცდელობები. ოქიტაშვილის სრული დისკრედიტაციის შემდეგ,  ხელისუფლებაში მყოფმა იმავე მცირე ჯგუფმა, რომელმაც ცოტა ხნით ადრე მისი კანდიდატურა წამოაყენა, ახალი პერსონის ძიება დაიწყო და არჩევანი ამირან ზენაიშვილზე შეაჩერა. ის რომ დამატებითი სხვა კანდიდატების წამოყენება მოსალოდნელი იყო აცხადებდა პეტრიაშილი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ საკითხზე გაკეთბულ ინტერვიუებში.

ჩვენს ვარაუდებს ამყარებს  დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის გუშინდელი განცხადებაც, სადაც ის ამბობს “ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროფკავშირმა აირჩიოს თავისი ლიდერი, ისე რომ ხელისუფლება არ ჩაერიოს.” სავარაუდოდ სიტყვაში “ჩვენ” ის როგორც ჩანს იმ მცირე გავლენიან ჯგუფს გულისხმობს, რომელმაც ჯერ ოქიტაშვილის ახლა კი ზენაიშვილის კანდიდატურა წამოაყენა.

აქვე ნიშნდობლივია ქვეყნის მთავრობის განცხადებები, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსი, სადაც ის, გოგიჩაიშვილის და მისი მცირე ჯგუფის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ამბობს რომ მთავრობა პროფკავშირების შიგნით მიმდინარე პროცესებში ჩარევას არ აპირებს.

ჩვენ დარმწუნებულნი ვართ გამარჯვებაში და ღიად ვერთვებით ბრძოლაში. არ გამოვრიცხავთ, რომ სქემა რომლის მიხედვითაც ხოფერიას თავმდჯომარის პოსტზე დასახელება იგეგმებოდა ჩავარდა, რადგან სახელისუფლო კიდევ ერთი კანდიდატი ამირან ზენაიშვილი გამარჯვების შემთხვევაში თანამდებობას ხოფერიას არ დაუთმობს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.