Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ევროპის დასაქმების ფონდი – წვეთი ოკეანეში

evropis dasaqmebis fondiბრუსელში ევროკავშირის სამიტზე ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებით 8 მილიარდი ევრო (10,4 მილიარდი აშშ დოლარი) უნდა ჩაიდოს იმისთვის რომ ევროპელი ახალგაზრდებისათვის სამუშაო ადგილები შეიქმნას. თუმცა, ეს თანხები რასაკვირველია არ არის საკმარისი უმუშევრობის კრიზისი დასაძლევად.

აღსანიშნავია, რომ სამიტთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არსებობდა. ეს ღონისძიება უნდა გამხდარიყო ევროკავშირში ,“ახალგაზრდების დასაქმების ინიციატივის“ დაწყების გარანტი, რაც დამოკიდებულია ევროკომისიისა და წევრი ქვეყნების შეთანხმებაზე. არსებობდა იმედი, რომ ქვეყნები ამ პროექტის განსახორციელებლად მრავალი წლის განმავლობაში გაიღებდნენ თანხებს.

მიუხედავად მხარეთა სრული შეთანხმებისა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერვან ვან რომპოიმ აღიარა, რომ გარკვეულ ქვეყნებში ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემები არსებობს.

ევროპელი ლიდერები ელოდნენ, რომ ეკონომიკისა ზრდის მასტიმულიზირებელი გეგმების დასახვა ხელს შეუწყობდა დასაქმების საკითხებს და მოხდებოდა მშპ-ს 2%-ით ზრდა ევროკავშირის ქვეყნებში. ისინი ასევე მოელოდნენ, რომ გამოიყოფოდა ადეკვატური ფინანსური რესურსები ამ ინიციტივის მხარდასაჭერად.

დაახლოებით 5.6 მილიონი ახალგაზრდაა ამჟამად უმუშევარი, ხოლო მათი 1/4 -ს არასოდეს ჰქონია სამუშაო ადგილი. პროპორციულად სამხრეთ ევროზონის ქვეყნებში (საბერძნეთი, ესპანეთი, პორტუგალია და იტალია) მაღალი კრიზისის შედეგად დაზარალებული ადამიანი უფრო მეტია.

,“ახალგაზრდული დასაქმების ინიციტივის“ 8 მილიარდიანი პროექტი დაიწყება 2014 წლის იანვრიდან. მისი შესაძლებელი შედეგების შესახებ განცხადებები გააკეთეს:

“პროექტის მთავარი იდეა ის არის, რომ დავხვეწოთ კონკურენტუნარიანობა“ –  განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკერმა. “ჩვენ უნდა მივცეთ ხალხს სამუსაო ადგილები და არა ცრუ დაპირებები“ –  დასძინა მან.

“ახალგაზრდების დასაქმების ინიციტივის“ შესახებ უკმაყოფილებები უკვე  გამოითქვა. არსბეობს აზრი, რომ ეს პროექტი ვერ შეძლებს ახალგაზრდებში უმუშევრობის დონის დაწევას.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა განაცხადა, რომ ეს არის “ზღვაში წვეთი.“

პროფკავშიურებმა გასული წლის სექტემბერში ევროსაბჭოს წარუდგინეს აღნიშნული პროექტის სამომავლო შედეგები “სოციალური განზომილების საგზაო რუკის“ სახით, სამწუხაროდ მათი ინიციატივა არც კი განხილულა.

“მთავარია რას ვაკეთებთ და არა რას ვლაპარაკობთ. დერეგულაციამ არ გაამართლა. რას ვაპირებთ ეკონომიკის დასაბრუნებლად ძველ მდგომარეობაში?“- დასვა კითხვა ბერნადეთ შეგოლმა, ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა.

ეკონომიკურმა კრიზისმა მოახერხა ის, რომ მან გამოიწვია ხალხის უკმაყოფილება და ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნიჰილიზმი. საინფორმაციო სააგენტოს, AFP-ის ბოლო კვლევის მიხედვით, ნდობის მაჩვენებელმა 60%-დან 45%-მდე დაიწია.

ეს ხდება მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპიდან და ბალკანეთის ქვეყნებიდან იღებენ წევრ ქვეყნებად. 1 ივლისს ხორვატია ევროკავშირის 28–ე წევრი სახელმწიფო გახდა. 2014 წლის იანვარში დაიწყება მოლაპარაკებები სერბეთთან. ხოლო ალბანეთმა მიიღო გაწევრიანების მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ივნისში საპარლამენტოი არჩევნები გაიმართა.

http://www.equaltimes.org/news/eu-job-funds-a-drop-in-the-ocean

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.