Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ვინ არიან შტრეიკბრეხერები?

გაფიცვა ამ სამყაროსავით უძველესი მოვლენაა. ევროპის ისტორიის ანალებში ჯერ კიდევ 1345 წლით თარიღდება შალის წარმოებაში მშრომელთა გაფიცვა. ფლორენციის ქუჩებში საბრძოლო ყიჟინად მოედო იტალიური სიტყვა basta! სტიქიური არაორგანიზებული გაფიცვები მარცხისათვის იყო განწირული, მათი წინამძღოლები კი, როგორც ეს მოხდა ფლორენციაში, ბრანდინის მსგავსად ტერორს ეწირებოდნენ. იყო დრო, როდესაც გაფიცვა კანონით იკრძალებოდა, მაგალითად ლე შაპელიეს 1791 წლის კანონი საფრანგეთში და პიტის 1799 წლის კანონი ბრიტანეთში. დღეს უკვე  21-ე საუკუნეა და იმედია საქართველოში თავში აზრად არავის მოუვა კანონით აკრძალოს გაფიცვა, მაგრამ თავში აზრადაც მოსდით და  ანხორციელებენ კიდეც ისეთ სამარცხვინო ქმედებას რასაც  Streikbresher ეწოდება. ეს გერმანული სიტყვა გაფიცვის ჩამშლელს ნიშნავს.

ვინ არიან ეს შტრეიკბრეხერები? მათი რეკრუტირება ხდება როგორც საწარმოში, ასევე გარედანაც. როდესაც გაფიცული მშრომელები, რომლებიც გამოხატავენ რა მუშაკთა შრომით, ეკონომიკურ და სოციალურ ინტერესებს, საკუთარი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ფასად დგანან ამ ინტერესების დაცვის ავანგადში, სამწუხარო იძებნებიან მათივე თანამშრომლები, რომლებიც სულმოკლედ იკავებენ გაფიცული მუშაკის სამუშაო ადგილს შრომის სიმულაციით ცდილობენ გაფიცვის დეზორგანიზაციას. რა ამოძრავებთ მათ?  ამ „შინაური“ შტრეიკბრეხერების მთავარი მამოძრავებელია „ძლიერთა ამა სოფლისათა“ წყალობა, ის „დღევანდელი კვერცხი“, რომელიც მათ ასე მაცდურად  წინ უდგათ. სოციალური პარაზიტიზმის იმედად დარჩენილები თვალებს ხუჭავენ იმ ფაქტზე რომ გაფიცვის ჩაშლით საკუთარ რეალურ კეთილდღეომას უხშობენ გზას. შტრეიკბრეხერმა უნდა გაიგოს რომ კონცენტრირებული სოციალური ძალის წინაშე ცალკე აღებული მუშაკი მხოლოდ ინდივიდუალური შსაძლებლობების ამარა დგას და თუ ის თანამშრომლებთან ერთად ორგანიზებული სოციალური ძალა არ გახდა, საპირისპირო ძალის ანგარება მას ისე გათელავს, „როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა“ და ის წყალობაც კვამლივით გაეფანტება.

გარდა “შინაური“ შტრეიკბრეხერებისა არსებობენ გარეული შტრეიკბრეხერებიც. მათ რეკრუტირებას დეკლასირებული ელემენტებიდან ახდენენ. ამ „გარეულებს“ საწარმო-ორგანიზაციასთან შროთი ინტერესი არ აკავშრებთ, მაგრამ არ გააჩნიათ რა მყარი სოციალური პოზიცია, ადვილად ხდებიან მშრომელთა სასიცოცხლო ინტერესების ანგარებიანი ხელმყოფები. „გარეულ“ შტრეიკბრეხერს არ აფიქრებს ის რომ რკინიგზელს სანიტარულ-ჰიგიენური პირობები კატასტროფული აქვს, არა აქვს სასადილო და გარეული ცხოველივით ღია ცის ქვეშ ილუკმება, არა აქვს სამედიცინო-სანიტარული აფთიაქი-ჩანთა და რომ მისი შრომა სამართლებრივი და ტექნიკური უსაფრთხოების ინსპექტირების გარეშე მიმდინარეობს.

დავით არაბიძეshtreik

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.