Search
Close this search box.
Search
Close this search box.

თვითნასწავლი ხელოსნების ქვეყანა

xelosnebi1საქართველოში ფაქტიურად არ არსებობს ხელოსანთა გადამზადების კურსები. ქართველი ხელოსნები როგორც წესი თვითნასწავლები არიან და სწორედ ამიტომაცაა, რომ მათი გაკეთებული საქმეები კლიენტურას ხშირად არ მოსწონს. ეს ყველაფერი კარგად იციან მდიდარმა ქართველებმაც და როდესაც სახლების აშენებას გადაწყვეტენ, მშენებელი, მღებავი, დურგალი თუ სხვა სპეციალობის ხელოსანი უცხოეთიდან ჩამოჰყავთ.

გადავწყვიტეთ ეს პრობლემა უფრო ახლოდან შეგვესწავლა და ამისათვის ხელობის შესწავლის მსურველ ახალგაზრდებს გავესაუბრეთ. ჩვენ გვაინტერესებდა საქართველოში როგორ და სად შეიძლება შეისწავლოს ადამიანმა სხვადასხვა ხელობა და საერთოდ არის თუ არა ჩვენს ქვეყანაში ასეთი ცოდნის მიღების შესაძლებლობა.

გოგა დათვითაშვილი, 23 წლის: “ავტოტექნიკოსობის შესწავლა განვიძრახე და თბილისის სამ ყველაზე ცნობილ სახელოსნოს მივაკითხე. ხელოსნებს გავუმხილე, რომ “მოტორისტის“ სპეციალობის შესწავლა მეწადა და დავინტერესდი ვის შეეძლო ამაში დამხმარებოდა. ხელოსნები გააკვირვა ჩემმა წინადადებამ და როგორც თავად განმიმარტეს, “მატორისტობა“ მათაც კი არ შეუსწავლიათ ვინმე ამ საქმეზე სპეციალიზებული ადამიანისაგან. “ჩვენ რა, ხელოსნობის ინსტიტუტის სტუდენტები კი არ ვყოფილვართ ძმაო. მოვედით აქ, ვაკვირდებოდით სხვების მუშაობას და ასე, ნელ-ნელა დავამუღამეთ ყველაფერი“ –  მითხრა ხელოსანმა. ხელოსნებმა ყველაზე მეტად მაშინ გაიოცეს, როდესაც ვითხარი, რომ თუ ხელობას ვინმე კარგად მასწავლის, ფულსაც დაგავუხდი მეთქი. ავტოტექნიკოსმა ილო ნაჭყეპიამ ჩემი ეს შეთავაზება შეურაცხყოფადაც კი მიიღო და მიტხრა: “რას ქვია ფულს გადაგვიხდი? ჩვენ არც ლექტორები ვართ და არც სტუდენტები გვჭირდება. თუ ეს საქმე გაინტერესებს, გააკეთე ისე, როგორც ყველა მოვიქეცით თავის დროზე. მოდი, გვიყურე და თუ ისწავლი რამეს ისწავლე, თუ არადა იქითაც გზა გქონია“.

ჩვენს მიერ გამოკითხული თბილისელი ავტოხელოსნებიდან ერთიც კი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელსაც თავისი სპეციალობა რაიმე სპეციალიზებულ კურსებზე ან სასწავლებელში ჰქონდა მიღებული. ხელოსნები ირონიით საუბრობდნენ საბჭოთა კავშირის დროს არსებული, ე.წ. პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულებზე, რომელებმაც ხელოსნების აზრით არაფერი იცოდნენ და მათ ნებისმიერი თვითნასწავლი ხელოსანი სჯობდა.

არანაკლებად უიმედი სიტუაციაში აღმოვჩნდით, როდესაც მშენებლებს გავესაუბრეთ და მათ ხელმძღვანელებთან, ე.წ. პრარაბებთან სამშენებლო ხელობის შესწავლის სურვილის მქონე ადამიანი დავოიცანით. თბილისში დღეს მომდინარე უამრავ მშენებლობაზე დასაქმებულ ხელოსნებს შორის, ვერავინ გეტყვით, იმ ადამიანის ვინაობას, ვისაც შეუძლია მათი საქმით დაინტერესებულ ადამიანებს გასამრჯელოს საფასურად სპეციალობა შეასწავლოს. “ხელობის სწავლას რაღა უნდა? მიდი, ჯერ უბრალო მუშად იმუშავე, მერე დააკვირდები და ისწავლი რა. დამაკვალიანა მღებავმა ზურა კახაძემ. მისი კოლეგა, მშენებელი ბესო დოლიძე კი უფრო პირდაპირი ადამიანი აღმოჩნდა და ასეთი რაღაც მითხრა: “ეს საქართველოა ძმაო. ეს გერმანია არაა, რომ ხელოსნობის შესასწავლად ხალხს მასწავლებელი სჭირდებოდეს. აგერ შეხედე ქალაქში ბოლო დროს, რომ სახლები შენდება, სულ ჩვენნაერი თვითნასწავლი ხალხის აშენებულია და რა სჭირთ ამ შენობებს ვინმეს დასაწუნი?“.

სამწუხაროდ ზურა კახაძემ აღარ მოინდომა იმაზე საუბარი, რომ სამშენებლო კომპანიების მიერ აშენებული სახლებს როგორც წესი უცხოელები აპროექტებენ და მშენებლობასაც ისინი ხელმძღვანელობენ. ქართველები კი მხოლო შავ მუშებად გამოიყენებიან.

ქართველი მშენებლების დიდ ნაწილს საერთოდ წარმოდგენა არა აქვს, როგორ შეიძლება მათი საქმეში ახალბედა ადამიანმა რაიმენაირად შეისწავლოს. ისინი ფიქრობენ, რომ ხელობის შესწავლა ცალკეულ ადამიანზე და მის მოხერხებულობაზეა დამოკიდებული. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, დურგლობისა და მღებავობის შესწავლას თურმე განსაკუთრებული ტალანტი სჭირდება.ფაქტია, რომ საქართველოში პროფესიული განათლების კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

სტატია გამოქვეყნდა ციფრული გაზეთის, “სოლიდარობის” ნოემბრის ნომერში.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.