Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილი ავსტრიის მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატს შეხვდა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ესაუბრა

საქართველოს პროფკავშირების დელეგაცია ავსტრიაში ვიზიტს აჯამებს. პრეზიდენტობის კანდიდატი, რუდოლფ ჰანსტორფერი ამჟამად ავსტრიის შრომის, სოციალურ და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს. ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ მინისტრმა საქართველოს პროფკავშირების ლიდერებს, შრომის უსაფრთხოების სფეროში დახმარება აღუთქვა. აღსანიშნავია, რომ შრომის უსაფრთხოების საკითხები ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე უკეთ სწორედ ავსტრიაში დაცული. საუბარი შეეხო გარკვეული ინსტიტუტის შექმნასაც, რომელმაც შრომის უსაფრთხოების გარდა –  საქართველოს მოქალაქეებს განათლება ზოგადი უსაფრთხოების საკითხებზეც უნდა მისცეს. საუბარია ქუჩაზე სწორად გადასვლის, ავტომობილის მართვის, ტრანსპორტით გადაადგილების, სკოლასა და ბაღებში და სხვა მრავალ სიტუაციაში ქცევის ნორმების დამკვიდრებაზე, რომელიც საქართველოში იგნორირებულია და ასობით უბედური შემთხვევის მიზეზი ხდება.  ავსტრიის შრომის, სოციალური და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა ამ სფეროს სპეციალისტები გამოგზავნოს საქართველოში და მათ პროფკავშირების წარმოამდგენლებთან ერთად სპეციალური გადამზადების კურსი ჩაატარონ.

ვიზიტის ფარტლებში ირაკლი პეტრიაშვილი და მისი მოადგილე გოჩა ალექსანდრია სატყეო მეურნეობის, გარემოს დაცვის და წყლის რესურსების მინისტრს ანდრა რუპრეხტერსაც შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა საქართველოში რძის წარმოებისა და მეცხოველეობის განვითარება იყო. მინისტრის განცხადებით ინვესტორები მზად არიან საქართველოში სექტემბერში დაგეგმილი ვიზიტისას, მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყონ პროფკავშირებთანაც და ბიზნესი სწორედ პროფკავშირების მჭიდრო ჩართულობით წამოიწყონ. აღსანიშნავია, რომ ისეთი მაღალი კულტურის ქვეყანაში, როგორიც ავსტრიაა დასაქმებულებს  ბიზნესის ნაწილად განიხილავენ და აქედან გამომდინარე პროფკავშირებიც ასეთი მიდგომის მქონე ბიზნესს სრულ თანადგომას უცხადებს. ავსტრიის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თავის მხრივ, საქართელოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და სათესლე მეურნეობებში ნერგების გამოყვანას გეგმავს, პროფკავშირების მეშვეობით კი ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს სპეციალური გადამზადების კურსებს ჩაუტარებს.

საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები შრომითი და სოციალური სასამართლოს მთავარ მოსამართლესაც შეხვდნენ. ეს სწორედ ის სასამართლოა, რომელიც ავსტრიაში ჰარმონიული და სამართლიანი თანაცხოვრების გარანტია. ავსტრიას არ ახსოვს როდის იყო ქვეყანაში ბოლო გაფიცვა, რადგან დავები ან სასამართლოთი წყდება, რომელიც ეჭვს არასდროს ბადებს ან მოლაპარკაებების გზით სრულდება.

ირაკლი პეტრიაშვილი ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრსაც1 2 შეხვდა. პროფკავშირების გაერთიანების ლიდერები ვენაში ოფიციალურ ვიზიტს აჯამებენ.

 

avstr

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.