Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს

ბათუმში, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” 20 ნოემბერს დაიწყო და 21 ნოემბერს დასრულდება  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის რიგით მე-6 შეხვედრა. ფორუმის მუშაობაში ყოველწლიურად “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების – აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის, ასევე, ევროკავშირის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროინტეგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი. პროფკავშირებს პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აღნიშნული ფორუმისათვის შემუშავებული აქვს სპეციალური რეზოლუცია. პროფკავშირი მიესალმება იმ ფაქტს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ყველა ქვეყანაში სოციალური დიალოგის განვითარების საჭიროება აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.

საქართველო აღნიშნულ ფორუმს პირველად მასპინძლობს. წლევანდელი ფორუმი მონაწილეებისთვის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს რეგიონში არსებული სიტუაცია შეაფასონ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების საერთო დღის წესრიგის ხელშესაწყობად პრიორიტეტები შეიმუშაონ.

agmosavletpartnioroba

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.