საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის გადადგომის მოთხოვნით, შიმშილობის აქციას 25 დღის განმავლობაში მართავდნენ, კარავი მერიის შენობასთანაც გაშალეს. შიმშილობა მეხანძრე-მაშველებმა 4 დღის წინ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეწყვიტეს.
“აქ ვინც ვართ, 20-25 მონაწილეს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეგვექმნა. რაც დაავადება არსებობს, კუჭთან დაკავშირებული, ყველაფერი დაზიანებული მაქვს და უმრავლესობა ასეა. ჯანმრთელობა გვჭირდება, რომ ვიბრძოლოთ.
კარვები დარჩება სააგენტოსთანაც და მერიასთანაც გავშალეთ. ეს აქციები, არჩევნებამდეც გაგრძელდება და არჩევნების შემდეგაც, სანამ კრიმინალი გიორგაძე არ დატოვებს თანამდებობას. თუ უნდა მერიას, წინასაარჩევნო პერიოდი შესწიროს ამ კორუმპირებულ ადამიანს, მზად ვართ, ჯანმრთელობის ფასად, ვიბრძოლოთ. მერიას რა განცხადებაც უნდა ის გაავრცელოს, ჩვენ მოვითხოვთ გიორგაძის გადადგომას, რომელმაც ბიუჯეტი პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენა“ – ერთ–ერთმა მოშიმშილე მეხანძრე–მაშველმა, გიორგი განაცხადა დიასამიძემ.
მერიაში აცხადებენ, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახური მზადაა, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღადგინონ. თუმცა, მათი ეს გადაწყვეილება მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სამსახური საკუთარი განცხადბეის საფუძველზე დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები, სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის აქციას 12 თებერვლიდან მართავენ
.