Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მორიგი საწარმოო შემთხვევა ტყიბულში

9 თებერვალს, ტყიბულის ელიზბარ მინდელის სახელობის მაღაროზე, დაახლოვებით 12:00 საათზე კიდევ ერთი საწარმოო შემთხვევა მოხდა.

tyibuliელმავლის მემანქანე მურად ჭელიძე, თავისი ელმავლით უკნიდან აწვებოდა რა, ქვანახშირით დატვირთულ ვაგონებს და მათ ტრანსპორტირებას ახდენდა მაღაროდან გარეთ, დაეჯახა წინა შემადგენლობას მოწყვეტილ და გვირაბში ჩარჩენილ რამდენიმე, ასევე ქვანახშირით დატვირთულ ვაგონს.

მურად ჭელიძემ ამ ფაქტის შემდეგ რამდენიმე კილომეტრი თავად გამოიარა და მივიდა იმ ადგილამდე სადაც თანამშრომლები ეგულებოდა. ამის შემდეგ ის ქუთაისის სამკურნალო სტაციონალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სამედიცინო პერსონალის დასკვნით მურად ჭელიძეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული, რის შედეგადაც ყბის ძვლები აქვს დამტვრეული. დაშავებულის ზოგადი მდგომარეობა თითქოს არც ისე მძიმე ჩანდა, თუმცა დღის მეორე ნახევარში როგორც ახლობლები აცხადებენ, მურად ჭელიძის მდგომარეობა შედარებით დამძიმდა.

საქართველოს პროფკავშირების ქუთაისის ოფისის წარმომადგენელმა ირაკლი იობიძემ, ტყიბულის მაღაროს ელმავლის, დღეს დილით დაშავებული მემანქანე მურად ჭელიძე ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში მოინახულა.

მკურნალ ექიმთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ მურადს ყურთან და ნიკაპთან ქალაყბის ორმაგი და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აქვს. მას ჩაუტარდა ყველა საჭირო პროცედურა, რის შემდეგაც მკურნალი ექიმის თქმით სიტუაცია საშუალოდ მძიმე რჩება, თუმცა საგანგაშო აღარაფერია, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წყარო: საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.