უბედური შემთხვევა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მოხდა. რკინიგზელთ ახალი პროკავშირის ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტს ,,საქართველოს რკინიგზაში” ამ დრომდე არ ახმაურებენ.
30 დეკემბერს, ტექნიკური უწესივრობის აღმოსაფხვრელად, ელმომარაგების ქვესადგურის ხელმძღვანელმა, 37 წლის დავით ჭელიძემ შევიდა ქვესადგურის ჯიხურში, სამუშაო ადგილზე არ გახლდათ განათება და და დასაქმებულს არ ჰქონდა შესაბამისი ინვენტარი,არასაკმარისი განათების გამო ჯიხურის კარი ღია დატოვა,გარედან შემოსული სინათლე არასაკმარისი აღმოჩნდა, შედეგად მოკლე ჩართვამ დასაქმებულის სიცოცხლე შეიწირა.
“შეგახსენებთ, 2016 წელი კომპანიაში დასაქმებულთათვის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. გასულ წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 5 და დაშავდა 10_ზე მეტი რკინიგზელი.
,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი” უსამძიმრებს დაღუპულ დავით ჭელიძის ოჯახს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ შეასრულოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება და შექმნას ქმედითი შრომის ინსპექცია რათა წინასწარ მოხდეს მსგავსი ფაქტების პრევენცია და მინიმუმამდე შემცირდეს სამუშაო ადგილზე გარდაცვალების არსებული სტატისტიკა ქვეყანაში.” ნათქვამია რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის განცხადებაში.