Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშა დაიღუპა

35 წლის გოგი ხვიდანი – პოლიტკოვსკაიას #57-ში დაღუპული მეორე მუშაა

დღეს, 30 მაისს, თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ადამიანი, რომელიც ჩამოვარდა, გარდაიცვალა. გარდაცვლილი მუშა 35 წლის გოგი ხვიდანია. ამავე ობიექტზე შარშან 26 წლის თემურ გურგენაშვილი დაიღუპა. ადგილზე მყოფი მუშების თქმით, გოგი ხვიდანმa მუშაობა ორი თვის წინ დაიწყო. დღეს დილით, დაახლოებით 10:00 საათზე მეცხრე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა. მუშების თქმითვე, ხვიდანი ხარაჩოზე იდგა და შენობის ფასადზე სამუშაოებს ასრულებდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ეხება, რომელმაც სიცოცხლის მოსსპობა გამოიწვია. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ადგილზე იმყოფებოდნენ პროფკავშირების წარმომადგენლები. ნიკა კაკაშვილის აზრით სავარაუდოდ ადგილი აქვს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. “მთავრობის მიერ დამტკიცებული  ტექნიკური რეგლამენტის ნორმები დარღვეულია. ერთი შეხედვით ჩანს რომ უსაფრთხოების ნორმები მთავრობის მიერ დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება. სავარაუდოდ შემთხვევა კუსტარულმა სამშენებლო ლიფტმა გამოიწვია, საიდანაც მამაკაცი გადმოვარდა, ფასადურუი სამუშაოებისთვის განკუთვნილი  ლიფტის ე.წ “კალათის” ცალი მხარე შემოფარგლული არ იყო მოაჯირით. შრომის ინსპექციის აუცილებობაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, ადგილზე ტექნიკური უსაფრთხოების ინსპექტორებიც იყვნენ თუმცა მათ არავითრი უფლებამოსილება არ აქვთ. საკანონმდებლო ბაზით არ არის დარეგულირებული შრომის უსაფრთხოების საკითხების სრულყოფილად”

“ტექნიკურ ინსპექციას არ აქვს არანაირი ძალა და სანქცირების უფლება, ესაა გახშირებული უბედური შემთხვევების ერთ ერთი მთავარი მიზეზი”პოლიტკოვსკაიას ქუჩა აცხადებს მშენებელთა პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე გურამ ხურციძე.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.