Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მძღოლების გაფიცვა ბათუმში

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებმა დაანონსებული აქცია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვნელის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით დაიწყეს. გასულ წელს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მძღოლების საათობრივი ანაზღაურება ოთხი ლარიდან ოთხ ლარ ნახევრამდე უნდა გაზრდილიყო, რაც არ შესრულდა.

“ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მძღოლების მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. ამბობს, რომ ეკონომიის პარალელურად ახალი ხაზების დამატება გახდა საჭირო, დანაზოგიც ამ მიმართულებებით გადანაწილდა, თუმცა მისივე განცხადებით, გაყიდული ბილეთების ხარჯზე მძღოლების შემოსავალი ბევრად გაზრდილია.

მძღოლები კოლექტიური მოლაპარაკებების გაჭიანურებასაც აპროტესტებენ. ორგანიზაციაში კი ამბობენ, პრეტენზიებს ვერ გაითვალისწინებენ.

მძღოლები ავტობუსის მწყობრიდან გამოსვლის გამო შემცირებულ ხელფასზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ მარაგში ისეთი ავტონაწილებია, რომლებიც მწყობრიდან თითქმის არასოდეს გამოდის, ამიტომაც საჭირო ნაწილებს თავიანთი სახსრებით იძენენ. ფაქტს „ავტოტრანსპორტში“ გამორიცხავენ.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განცხადება სამსახურიდან უსამართლო განთავისუფლებაზეც გააკეთა.

აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, გია ლორიას არგუმენტები უსაფუძვლოა და მოუწოდებს მას დასაქმებულთა ინტერესები გაითვალისწინოს.

პროფკავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ილია ვერძაძე ირწმუნება რომ აროშიძემ თავის კომპეტენციას გადააჭარბა, რადგან ის საჯარო მოხელეა და შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტის” საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს.
აქციის მონაწილეები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მეორე დღეა მართავენ, თუმცა, როგორც თავად, ამბობენ, “ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციას მათთან მოლაპარაკება ამ დრომდე არ უცდია. მძღოლები უარს ამბობენ ბილეთების გაყიდვიდან შემოსულ დანამატზე და ფიქსირებული ხელფასის დანიშვნას მოითხოვენ. წუხანდელი ღამე მძღოლებმა “ავტოტრანსპორტის” ტერიტორიაზე გაათენეს.

მიუხედავად იმისა, რომ აქცია დაანონსებული იყო, გაფიცვამ დისკომფორტი მგზავრებს მაინც შეუქმნა. მძღოლები სამსახურში გამოსვლას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.batum

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.