თუკი ეკონომიკური თანამსრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ახალ ანგარიშს დავიმოწმებთ, ცხადი ხდება, რომ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი ნაპრალი გაჩნდა განათლებამიღებულ იმ ახალგაზრდა ადამიანებს შორის, რომლებსაც ეკონომიკური კრიზისის გამო, განათლებაზე უარის თქმა მოუწიათ.
OECD-ის ბოლო კვლევის შედეგად, ანალიზი გაკეთდა OECD-ის წევრ 34 ქვეყანაში, ასევე არგენტინაში, ბრაზიალიაში, ჩინეთში, ინდოეთში, რუსეთში, საუდის არაბეთში და სამხრეთ აფრიკაში.
კვლევის დროს გამოირკვა, რომ უმაღლესი განათლების მაღალი დონე არის ყველაზე კარგი დაზღვევა უმუშევრობის წინააღმდეგ. სტატისტიკური მონაცემებით, უმაღლესდამათავრებული ადამიანების მხოლოდ 5% რჩება სამსახურის გარეშე მაშინ როდესაც მათ შორის ვისაც არ მიუღია უმაღლესი განათლება, ეს მაჩვენებელი 13%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, 2008 წლიდან 2011 წლის პერიოდში უმუშევრობა უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებში მხოლოდ 1.5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება “სახელფასო ნაპრალებს“ იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებმაც მიიღეს მხოლოდ დაწყებითი განათლება და იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც შეძლეს უმაღლესი განათლებისა და ხარისხის მიღება… 2011 წლის მონაცემებით , ეს „ნაპრალები“ 90%-ით გაიხარდა მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 2008 წელს 75%-ს შეადგენდა.
ანგარიშში ხაზგასმულია პროფესიული განათლების მნიშვნელობა უმუშევრობასთან ბრძოლაში. ისეთი ქვეყნებში, როგორიცაა: ავსტრია, გერმანია, ლუქსემბურგი და შვეიცარია – უმაღლესი დონის პროფესიული კურსდამთავრებულთა რაოდენობა ძალიან ბევრია. ამ ქვეყნებში უმუშევრობა ძალიან დაბალი პროცენტით გაიზარდა და რიგ შემთხვევებში შემცირდა კიდევაც.
ამავე დროს, 2011 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში, სახელმწიფო ხარჯები განათლების სფეროში OECD-ის 34 ქვეყნიდან 15-ში 1%-ით შემცირდა.
რაც შეეხება პედაგოგთა ხელფასებს… პირველ პერიოდში, 2009 წლიდან 2011 წლამდე, ის შემცირდა 2%-ით, ხოლო დაწყებით და საშუალო სკოლებში 2000 წლიდან 2011 წლის პერიოდში დაახლოებით 50%-ით გაიზარდა.
ევროპის მთავარი კვლევის მიხედვით, რომელიც ჩაატარა გერმანიის ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა, უმაღლესდამთავრებულებიც ხშირად ხდებიან უმუშევრები, რადგან მას შემდეგ რაც ისინი იწყენებ სამუშაოს ძებნას, მათ უწევთ დაახლოებით 6 თვე ლოდინი, სანამ შესაფერის სამუშაოზე დასაქმდებიან.
სხვათა შორის, OECD-ის კვლევას, ევროპელი მასწავლებლების და სტუდენტთა ნაწილი აკრიტიკებს. ისინი ამბობენ, რომ ეს კვლევა ასახავს მხოლოდ არსებული რეალობის ნაწილს და აქცენტი კეთდება რაოდენობრივ მაჩვენებლებზე და უგულვებელყოფილია განათლების ხარისხი.
ორგანიზაციამ “საერთაშორისო განათლება“ (Education International (EI)) რომელიც წარმოადგენს 170 ქვეყნის 30 მილიონ მასწავლებელს მსოფლიოს მაშტაბით, მოუწოდა პოლიტიკოსებს “გაღვიძებისკენ“, რათა მოხდეს დაბალანსება მათ ხელფასებსა და გარზრდილ სამუშაო საათებს შორის.
OECD-ის კვლევის შედეგად ევროპის სტუდენტთა კავშირმა მოუწოდა ევროკავშირს, მიაქციოს ყურადღება განათლების სფეროს და ის პრიორიტეტული გახადოს სამომავლო პოლიტიკის ფორმირების პროცესში.
“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ OECD-მ ყურადღება გაამახვილა განათლების სფეროზე, რაც მნიშვნელოვანია უმუშევრობასთან საბრძოლველად“ – განაცხადა ევროპის სტუდენტთა გაერთიანების ვიცე პრეზიდენტა, ტაინა მოისანდერმა.
http://www.equaltimes.org/news/minding-the-gap-on-education-and-employment