Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების ავსტრიული სკოლა

DSC_1154 DSC_1164 DSC_1166 DSC_1175 DSC_1195 DSC_1207

სტატიის ავტორი: დავით არაბიძე

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ახალგაზრდა პროფკავშირელების თეორიული ცოდნის გაძლიერებაა და ამ მნიშვნელოვანი ამოცანის გადასაწყვეტად აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პროფკავშირულ მოძრაობასთან. ავსტრიის პროფესიული კავშირების გაერთიანების მხარდაჭერით 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით ქართველი ახალგაზრდა პროფკავშირელებისთვის განხორციელდა გადამზადების პირველი ეტაპი.

ტრენინგის მონაწილე ახალგაზრდა პროფკავშირელებმა შეისწავლეს შემდეგი თემები და საკითხები: წარმატებული ორგანიზაციის დაარსება და მენეჯმენტი; პროფკავშირული მოძრაობის ისტორია და პროფკავშირის როლი საბაზრო ეკონომიკაში; პროფკავშირის აქტივობების ძირითადი პრინციპები და მიმართულებები; პროფკავშირის უფლებები ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კონტექსტში; პროფკავშირის საქმიანობის საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზა; პროფკავშირის წევრობის მოტივაცია და სარგებელი; ეფექტური პროფკავშირული მენეჯმენტი და რესურსების ადმინისტრირება; პროფკავშირის ორგანაიზინგის აქტივობა, მისი პრაქტიკული მხარეები; ახალი წევრების მოზიდვა პროფკავშირში; სტრატეგიული ანალიზი და  დაგეგმარება,  პროფკავშირის საქმიანობის ყოველწლიური დაგეგმვა; შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და მისი სტანდარტები; საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და მათი პოლიტიკა; პროფკავშირების როლი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში; ევროკავშირის კანონმდებლობა და სტანდარტები; ახალგაზრდების როლი პროფკავშირულ მოძრაობაში, პროფკავშირები და ახალგაზრდები; ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი ხელკშეკრულებები, მათი დადება და შეწყვეტა; პროფკავშირული ლიდერობა და პიროვნული უნარ-ჩვევები, ეფექტური გუნდის შექმნა და განვითარება; პროფკავშირების როლი დასაქმებულების სამართლებრივი და სოციალური დაცვის კუთხით; საპენსიო სისტემა; მინიმალური სოციალური სტანდარტები; მინიმალური ხელფასი და საარსებო მინიმუმი; საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსი“; ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი კონფლიქტები; გაფიცვებისა და საჯარო შეხვედრების ორგანიზება; შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი

4095678

საფუძვლები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები; შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, სამუშაო ადგილებზე რისკების სეფასება, მეთოდოლოგია და საუკეთესო პრაქტიკა.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მუშაობა ახალგაზრდა პროფკავშირელთა თეორიული მომზადებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან დასაქმებულთა სოციალური, ეკონომიკური, პროფესიული, შრომითი და სამართლებრივი ინტერესებისა და უფლებების წარმატებულად დაცვა ყველაზე კარგად ეხელეწიფებათ მყარი თეორიული ცოდნის მქონე პრაქტიკოსებს. ახალგაზრდა პროფკავშირელებს შემდგომშიც ექნებათ საშუალება აიმაღლონ პროფკავშირული საქმიანობისთვის სასარგებლო ცოდნა.

ტრეინინგის ქართველი მენტორები იყვნენ:

გოჩა ალექსანდრია – საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე;

ეთერი მათურელი – საქართველოს პროფკავშირების გაერთანების თავმჯდომარის მოადგილე;

ნუგზარ ჭინჭარაული – საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე;

თამაზ დოლაბერიძე – საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი;

ირაკლი ამირანაშვილი – საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე;

მალხაზ ღონიაშვილი – საქართველოს მომსახურების სფეროს, კომუნალური და ბანკების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე;

ლავრენტი ალანია – საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე;

ვიტალი გიორგაძე – საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე;

ილია ლეჟავა – საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე;

ბესიკ ხარატიშვილი – მეტროპოლიტენის მუშაკტა პროფკავშირის ტავმჯდომარე;

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი;

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტები:

თამარ სურმავა, გიგი ჭანტურიძე, ნია ნაყეური;

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების შრომის უსაფრთხოების ინსპექტორი ნიკა კაკაშვილი;

FES-ის წარმომადგენელი ეკა ქარდავა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.