26-27 მარტს, გამოფენებისა და კონვენციების ცენტრი –ექსპოჯორჯიაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია “ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან პერსპექტივები და შესაძლებლობები“. კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმაც მიიღო.
კონფერენციის სტუმრები და მომხსენებლები იყვნენ: საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ლიტვის პრემიერ მინისტრი ალგირდას ბუტკევიჩიუსი, ბულგარეთის ეკონომიკური განვითარების ვიცე პრემიერ მინისტრი დანიელა ბობევა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები.
კონფერენციაზე პირველ ყოვლისა განიხილეს საკითხი: რამდენად არის მზად აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნები ევრო კავშირთან და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონასთან დაახლოვებისთვის. პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივები და გამოწვევები აღმოსავლურ პარტნიორობის ფარგლებში; პარტნიორი ქვეყნების საგარეო პოლიტიკა, ევროპული ინტეგრაციის პრიორიტეტები და პოლიტიკური წინაპირობები.
ასევე განხილულ იქნა ისიც, თუ რა დადებით შედეგებს მოიტანს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის და ევროკავშირთან შეთანხმება. რას სთავაზობს ევროკავშირი აღმოსავლურ პარტნიორობის ქვეყნებს და მიმდინარე ინტეგრაციის პროცესების რეგიონში.
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმების სირთულეები და გამოწვევები. კერძო სექტორის საჭიროებები. რამდენად არის მზად აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნების ინსტიტუტები რეფორმების განხორციელებისათვის; რა სახის მხარდაჭერა შეუძლიათ ევროკავშირის წევრ და სხვა დონორ ქვეყნებს პარტნიორ ქვეყნებისათვის.
შეხვედრაზე შეჯამდა სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობა გათვალისწინებული ასოცირების შეთანხმებაზე; სექტორული რეფორმების სირთულეები და სარგებელი. რა სარგებელი აქვს პარტნიორობის ქვეყნებს, ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტების, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლობის ფონზე. აღმოსავლეთ პარტნიორობა – როგორც ერთობრივი საინვესტიციო პროექტების ინსტრუმენტი.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, აღნიშნულ კონფერენციას დადებითად აფასებს და ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში დასაქმებულთა უფლების დაცვის აუცილებლობას და ზოგადად შრომითი უფლებების როლსა და მნიშვნელობას.