Search
Close this search box.
Search
Close this search box.

“პროფკავშირები და თანამედროვეობა” – პეტრიაშვილი ბულგარეთში

HJ5C5067HJ5C5084

ღირსეული შრომის პირობები და თანამედროვე გამოწვევები, პროფკავშირების როლი და მომავალი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედრაციის (CITUB) 8-ე კონგრესის ყრილობაზე, სადაც პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) გენერალურ მდივანთან, შ. ბაროუსთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. თავის გამოსვლაში ი. პეტრიაშვილი შეეხო ღირსეული შრომის პირობების შექმნის აუცილებლობას, თანამედროვე გამოწვევებს, აღნიშნა პროფკავშირული თანამშრომლობის როლი არსებულ პრობლემათა გადაჭრის საკითხში და პროფკავშირულ საზოგადოებას მოუწოდა წარმართოს მაქსიმალური ძალისხმევა და მოახდინოს ეფექტური რეაგირება ყოველ კონკრეტულ დარღვევაზე, რათა შესაძლებელი გახდეს რეალური შედეგების მიღწევა მშრომელთა უფლებების დაცვის საკითხში.

18297233_10154781968363305_2069515566_o

 

კონგრესს წინ უძღოდა CITUB-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია „ციფრული სამყარო და შრომის მომავალი“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე მიწვეული იყო ძირითად მომხსენებლად თემაზე „ციფრული სამყარო და გამოწვევები პროფესიული გაერთიანებებისთვის, ორგანაიზინგი, კოლექტიური მოლაპარაკებები და სოციალური დიალოგი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ფონზე“. ღონისძიებები ბულგარეთში 2-3 მაისს შედგა.

 

 18318401_10154780833053305_996659341_o18297258_10154780832998305_1775161173_o18339091_10154780824948305_887665454_o

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.