Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირები პრეზიდენტს შეხვდნენ

ტყიბულის მაღაროებში არსებული ვითარება, პროფკავშირების ინიციატივები და შრომის უსაფრთხოების საკითხები. საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ. პროფკავშირებთან, როგორც დასაქმებულთა უფლებამდამცველ ორგანიზაციასთან შეხვედრის სურვილი პრეზიდენტმა თავად გამოთქვა.  პროფკავშირების თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს ტყიბულის მაღაროებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა, იმსჯელეს საწარმოს დროებით დახურვის და სრული რეაბილიტაციის პერსპექტივებზე, ასევე განიხილეს შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული ვითარება, საერთაშორისო გამოცდილება, გამოწვევები და გამოსწორების გზები. გიორგი მარგველაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა დასაქმებულთა უფლებების დაცვისთვის, მის ხელთ არსებული ბერკეტები გამოიყენოს.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.