Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირის ახალგაზრდული ფრთა ქუთაისელ სტუდენტებს შეხვდა

DSCN0325.JPG

როგორც იცით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციამ საპილოტე პროექტის: “სტუდენტების სტაჟირება სოფლის მეურნეობის სფეროში“ – ფარგლებში, დაიწყო შეხვედრები იმ უნივერსიტეტის სტუდენტებთან, სადაც აგრარული თემატიკის მეცნიერებები ისწავლება. პროექტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები: საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქუთაისი), შპს “სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში“ (თბილისი-გორი), იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (თელავი) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ბათუმი).

მეორე შეხვედრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომლის ორგანიზება უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გააკეთეს.   შეხვედრაზე არა მხოლოდ პროექტის პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი, არამედ სტუდენტები საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობასაც გაეცნენ.

უშუალოდ პროექტმა საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია. სტუდენტებმა საკუთარი ინციატივები საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნეს. აკაკი წერეთლის თვითმმართველობის სოფლის მეურნეობის სფეროს თვითმმართველობის ინიციტივით, სტუდენტები შეძლებენ საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში მუშაობას და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე ფოკუსირებას.

სტუდენტებმა შეცვედრის დროს აღნიშნეს, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციტივას აუცილებლად გააჟღერებენ და პარლამენტის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში აქტიურად იმუშავებენ ამ საკითხზე. გარდა ამისა, სტუდენტებმა პროექტის სამომავლო ეტაპებზე თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს. ისინი აქტიურად აპირებენ ჩაერთონ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივობებში.

საპილოტე პროექტი: “სტუდენტების სტაჟირება სოფლის მეურნეობის სფეროში“, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.