Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირის დახმარებით, სამუშაო ადგილზე გარდაცვლილი მუშის ოჯახი 50 000 ლარიან კომპენსაციას მიიღებს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება აგრძელებს შრომის დროს დასახიჩრებული და გარდაცვლილი დასაქმებულების ოჯახებისათვის ფულადი კომპენსაციების მოსაპოვებლად ბრძოლას და სასიხარულოა, რომ მიზანი ხშირად მიიღწევა კიდეც.

2014 წლის 3 ივნისს შ.პ.ს. „ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის  ფეროშენადნობთა ქარხნის 1 საამქროში ელექტრო–მონტიორი მამუკა ნებიერიძე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ძაბვის ქვეშ აღმოჩნდა და გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევის კვლევის კომისიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველო პროფესიული კავშირების გაერთიანების ტექნიკურმა ინსპექტორებმა, რომლებმაც არ გაიზიარეს საწარმოს ადმინისტრაციის პოზიცია,  კომისიის  დასკვნას ხელი არ მოაწერეს და წერილობითი სახით დააფიქსირეს განსხვავებული მოსაზრება.

პროფესიული კავშირების მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შეტანილ მყისიერად იქნა სარჩელი ზესტაფონის საქალაქო სასამართლოში.

2015 წლის 13 თებერვალს  სასამართლო პროცესი  მორიგებით დასრულდა დაზარალებულის სასარგებლოდ. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა საწარმოსგან მიიღეს ერთჯერადი კომპენსაცია 50 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება იმედოვნებს, რომ სახელმწიფო გამოიჩენს გონიერებას და შექმნის შრომის ინსპექციას, რაც სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დასახიჩრებულ დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე ოცნებაც კი რთულია!sas

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.