Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირული გამოცდილება – ფილიპე ბონოსკი „ძმა ბილ მაკკი“ PHILLIP BONOSKY “BROTHER BILL McKIE” ნაწყვეტი მეორე თავიდან

„როდესაც ღამით ის ამ ყველაფერზე ფიქრობდა მან ნათლად გააცნობიერა დასახული ამოცანის გრანდიოზულობა. დიახ, მან უნდა სცადოს ფორდის ქარხნებში პროფკავშირების ორგანიზება. ის ბილ მაკკი არ იქნებოდა, თუ კი ამის გაკეთებას არ სცდიდა. ხომ უნდა იყვნენ სხვებიც, რომლებიც მასსავით ფიქრობენ. როგორ მოძებნოს ისინი? როგორ უნდა ამოიცნოს ისინი თუ კი ყველა მათგანს ბაგე მოკუმული და აზრები დაფარული აქვს?

მთელი თავისი არსებით ის გრძნობდა, სადღაც ამ უზარმაზარ ციხეში უნდა იყვნენ მუშები, რომელნიც უკვე ეხლა უაღრესად ფარულად გამოდიოდნენ ტერორის წინააღმდეგ, ესწრაფვოდნენ როგორმე მუშათა ორგანიზებას. ვინ არიან ისინი?

დავითი გოლიათთან საბრძოლველად მხოლოდ სამი პატარა ქვით ხელში გამოვიდა. ბილს მხოლოდ ჰქონდა მუშათა კლასის ღრმა რწმენა, თავის სიმართლეში დაჯერებულობა და საკუთარი თვალსაზრისი საზოგადოების განვითარების ისტორიაზე. შეიძლება ის იყო ჭკუიდან შეშლილი დავითი? ვის გარდა ჭკუიდან შეშლილისა, შეეძლო 1927 წელს, ამერიკის გაფურჩქვნის წელს, ეფიქრა ბრძოლაზე იმ კოლოსთან, იმ ძალასთან, რომელსაც საკუთარი არმია გააჩნდა და შპიონაჟის ქსელში ჰყავდა გახვეული ქარხანა, რომელიც ქალაქში, როგორც საკუთარ სახლში ისე იყო გაპარპაშებული?

თუ კი იგი ჭკუიდან არ იყო შეშლილი, მაშინ საიდან ეს მისი ბრძოლის რწმენა?

თუ კი ის ჭკუიდან არ შეიშალა, რამ ჩააგონა მას იმ საათს, როდესაც ის ქარხნის ალაყაფთან იდგა და უყურებდა 12 ათას აკრზე გაშლილ და 60 ათასი მუშის დამქირავებელ უზარმაზარ ქარხანას, რომ დადგება, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ზუსტად ეს მუშები, რომლებიც ეხლა მუშაობისას თავის აწევასაც ვერ ბედავენ, დადგებიან კადილაკის მოედანზე, მგრგვინავი ხმით იტყვიან საკუთარ სათქმელს და მაშინ კედლები ჩამოიშლება და გოლიათი მუხლებზე დაეცემა.

როგორ შეიძლებოდა, ყოფილიყავი მდუმარე და შეშინებულ ადამიანთა შორის და გქონოდა ამ ოცნების რწმენა?“

თარგმნა     დავით  არაბიძემ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.