Search
Close this search box.
Search
Close this search box.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მნიშვნელოვანი წარმატება

1291145_4802619122779_630923385_nგუშინ, საქართველოს რკინიგზის ფინანსურ დირექტორ – ირაკლი ტიტვინიძესა და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების პრეზიდენტ ვიტალი გიორგაძის შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე განხილულ იქნა დამატებითი ათ დღიანი შვებულების და ზეგანაკვეთური ანაზღაურების საკითხები. ეს მნიშვნელოვანი საკითხი რკინიგზელებს ათწლეულებია აწუხებთ, თუმცა აქამდე პრობლემა პრობლემად რჩებოდა.
ირაკლი ტიტვინიძის თქმით მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში დასაქმებულ რკინიგზელებს დამატებითი 10 დღიანი შვებულება 2013 წლის 12 ივნისიდან ეკუთნით და ნებისმიერ მათგანს უკვე შეუძლია ეს დანამატი გამოიყენოს. თუმცა რკინიგზელებს ფინანსურმა დირექტორმა მისცა პირობა, რომ უახლოეს დღეებში დამატებით გამოსცემს რკინიგზის ადმინისტრაცია ბრძანებას შესაბამის სამსახურებისთვის, რათა ამ კუთხით არსებულ გაურკვევლობას საბოლოოდ დაესვას წერტილი.
რაც შეეხება ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას – საკითხი დამატებით კონსულტაციებს მოითხოვს როგორც საპარტნიორო ფონდთან, ასევე პროფკავშირებთან და აღნიშნულთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული. ახალდშექნილი კრინიგზელთა ახალი პროფკავშირისგან ასეთ მოკლე დროში მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები ორგანიზაციის წარმატებულ მუშაობაზე მეტყველებს.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.