Search
Close this search box.
Search
Close this search box.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრების დისკრიმინაცია გრძელდება

სს “საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოსა და გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით , საახალწლო პრემიებთან დაკავშირებით რომელიც რკინიგზელთა შვიდდღიანი გაფიცვის ერთ ერთი მთავარი საკითხი გახლდათ, დამატებით 50%–ანი პრემია გაიცა ცალკეულ 600ზე მეტ დასაქმებულზე , რომლებიც გაფიცვაში არ მონაწილეობდნენ და გარკვეულ ზეგავლენას ახდენდნენ გაფიცულ რკინიგზელებზე, გარდა ამისა საახალწლო პრემია არ მიეცა იმ დასაქმებულებს, რომლებიც რკინიგზაში მიღებულნი არიან 2014 წლის ოქტომბრიდან.

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის შეფასებით, რკინიგზის ადმინისტრაციის აღნიშნული ქმედება გახლავთ ცალსახად დისკრიმინაციული და აღვივებს რკინიგზელებში უარყოფით ურთიერთობებს, რისი ნათელი მაგალითიც რკინიგზის რამოდენიმე სტრუქტურულ ერთეულში უკვე დაფიქსირდა.

გარდა ამის ამ დრომდე არ სრულდება გაფიცვის შემდგომი შეთანხმების ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი პუნქტი, რომელიც ეხება დავების მომწესრიგებელი კომისიის შექმნას, რომელიც იმუშავებს გაფიცვამდე, გაფიცვის დროს და გაფიცვის შემდგომ რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მიერ გაფიცულთა მიმართ ზეწოლის განხორციელების, დევნის შევიწროვების ფაქტების (დათხოვნა, დაქვეითება, ფინანსური სანქციების გატარება და სხვა დისციპლინარული სასჯელის ფორმა) შესწავლასა და აღმოფხვრაზე.

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი რამოდენიმე დღეში, შესაბამისი დოკუმენტაციის სრულყოფის შემდეგ, მიმართავს სასამართლოს აღნიშნულ დისკრიმინაციულ ფაქტებთან დაკავშირებით და მოითხოვს გაიცეს ყველა დასაქმებულზე იმდენივე ოდენობის პრემია, რამდენიც გაიცა, როგორც ბრძანებაშია მითითებული ცალკეულ დასაქმებულ რკინიგზელებზე.rkinigza firma

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.