Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შარან ბაროუს წერილი

sharan barous ceriliბ–ნ ირაკლი პეტრიაშვილს,საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს.

ძვირფასო ირაკლი, გწერთ, რომ მოგილოცოთ წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ საქართველოს შრომის კოდექსში ახლახანს მიღებული  ცვლილებების მხარდაჭერის საქმეში. ჩვენ ვიცით რამდენი გაბედული მცდელობა, მუშაობა და ერთგულება დასჭირდა ამას თქვენგან და თქვენი გუნდისგან.  მოხარული ვართ, რომ ჩვენც შევძელით საერთაშორისო სოლიდარობის ღონისძიებების კოორდინირებით ჩვენი წვლილი შეგვეტანა თქვენს წარმატებაში .

ეჭვგარეშეა, შრომით კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები გააძლიერებს საქართველოს მშრომელების პოზიციებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სწორი მიმართულებით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება  გამოიყენებს ამ წარმატებას, რომ გააძლიეროს ბრძოლა საქართველოს შრომითი კანონმდებლობის შსო-ს სტანდარტებსა და ევროპის სოციალური ქარტიის დებულებებთან  სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად. გარწმუნებთ, რომ ჩვენი თქვენდამი სოლიდარობა კვლავაც გაგარძელდება.

კეთილი სურვილებით,

თქვენდამი სოლიდარული,

შარან ბაროუ,

გენერალური მდივანი

საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაცია

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.