საქართველო – ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციამ აღიარა, როგორც ,, ევროპაში ყველაზე მძიმე სიტუაციაა დასაქმებულის უფლებების მხრივ.“ -საბოლოოდ შეიცვალა შრომის კოდექსი.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე თვიანი კონსულტაციების შემდეგ,ივლისის დასაწყისში, ხელი მოაწერა ახალი შრომის კოდექსს. ახალი შრომის კოდექსი გამორიცხავს პროფკავშირების დისკრიმინაციასა და ზრდის სახიფათო პირობებში მომუშავეთათვ ის ანაზღაურებადი შვებულების დღეების რაოდენობას. ასევე კრძალავს ორსული ქალების სამსახურიდან გათავისუფლებას და ზრდის დროებითი შრომისუნარიანობის ხანგრძლივობას.
,,საქართველოს შრომის კოდექსში უკანასკნელი ცვლილებები და დამატებები არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა მინიმუმია იმისა, რასაც ქართველო ხალხი ელოდა“ – ჟურნალ „ იქვალ თაიმსისთვის“ ჩაწერილ ინტერვიუში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა
,,საქართველოს შრომის კოდექსში ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზი და ნაკლოვანება, რომელიც საშუალებას აძლევს დამსაქმებელს დადოს მოკლევადიანი შრომითი კონტრაქტი, რათა გაგრძელდეს ზეწოლა პროფკავშირების აქტივისტებზე და პროფკავშირულ ლიდერებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ გაერთიანების უფლება-თავისუფლება იქნება შეზღუდული, რის გამოც კვლავ დაფიქსირდება დასაქმებულების დისკრიმინაციისა და ექსპლოატაციის ფაქტები.“
საქართველოსთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს ის რომ შეიქმნას სამართლებრივი ბაზა რაღა ჩამოყალიბდეს ეფექტური შრომის ინსპექცია, რადგან საქართველო ამჟამად არის თითქმის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში,სადაც შრომის ინსპექცია არ არსებობს.
,,ეს მინიმალური გაუმჯობესება იქნება დასაქმებულებს არანაირ სარგებელს არ მოუტანს, თუ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია უმოკლეს დროში არ დაიწყებს ეფექტურად მუშაობას .“ – განაცხადა პეტრიაშვილმა.
ევროპული სტანდარტები
ნეო-ლიბერალი ეკონომისტები ამაყობდნენ იმით, რომ საქართველოში ,,ბიზნესის კეთება ყველაზე მარტივი იყო“, თუმცა ამან ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინა მშრომელთა უფლებებზე.
2006 წელს საქართველოს მთავრობამ შეცვალა საბჭოთა კავშირის შრომის კოდექსი იმ მოტივით, რომ შეექმნა ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ახლოს იქნებოდა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან. მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა: დაუსაბუთებლად დაწესდა შეზღუდვა გაფიცვის უფლებაზე, ახალი სტანდარტები დაწესდა სამუშაო საათებზე, დედობის დაცვაზე, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებასა და ღამის საათებში მუშაობაზე.
შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებაც ბოლომდე დამოკიდებული იყო დამსაქმებლის კეთილ ნებაზე.
ახალი შრომის კოდექსი ავსებს ზოგიერთ ამ ხარვეზს, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას წინასახელშეკრულებლო ურთიერთობებში. ის ასევე განსაზღვრავს შრომითი კონტრაქტის არსებით დებულებებს, უზრუნველყოფს დამატებით ანაღაურებად შვებულებას იმ დასაქმებულთათვის, რომლებიც მუშაობენ მავნე და საშიშ პირობებში და იცავს ორსულ ქალებს დისკრიმინაციისაგან.
არაადეკვატური
შრომის კოდექსში ჯერ კიდევ არსებობს რიგი ხარვეზები, ამიტომ ვერ უზრუნველყოფს ადეკვატურ რეგულაციას.
მაგალითად, დასაქმებულები ვალდებულები არიან გააფორმონ ფორმალური წერილობითი შრომითი კონტრაქტი მხოლოდ 3 თვიანი მუშაობის შემდეგ. ასევე ბუნდოვანია ზოგიერთი ტერმინი შრომის ხელშეკრულებასთან მიმართებაში, განსაკუთრებით ეს ეხება მოკლევადიან ხელშეკრულებებს და ახლად დაწყებული ბიზნესის 4 წლიან ვადებს.
შრომის კოდექსის საბოლოო ვარიანტზე გარკვეული გავლენა მოახდინა ბიზნესის ლობისტმა ამერიკის სავაჭრო პალატამ.
მაგრამ ამ მხრივ საქართველო ერთადერთი არაა.
პროგრესული ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის კამპანიის: ,,ამერიკის მომავალის“ მიხედვით ამერიკის სავაჭრო პალატას მთელს მსოფლიოში აქვს სახიფათო ზეგავლენა შრომით ურთიერთობებზე.
,,ამერიკის სავაჭრო პალატა გარდაიქმნა ცინიკურ პრო-ბიზნეს ჯგუფად, ის არის დიდი ფინანსების მქონე ორგანიზაცია, რომელიც მის ლეგიტიმურ იმიჯს ყიდის დიდ ფულზე.“ – განაცხადა რიჩარდ ესკოუმ, ავტორმა ნაშრომისა: ამერიკის სავაჭრო პალატა: ჩრდილოეთ ამერიკის სახიფათო ექსპორტი.
http://www.equaltimes.org/news/georgias-new-labour-code-marred-by-loopholes-and-gaps