სუსტი ეკონომიკის აღდგენის პირობებში გლობარული დასაქმება წნეხ ქვეშ ექცევა აცხადებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) გენერალური მდივანი გაი რაიდერი.
გაი რაიდერმა შსო-ს მმართველო ორგანოსშეხვედრაზე მოიყვანა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები, სადაც 2013 წლის ოქტომბრის მონაცემებით 3,2% შეადგინა მაშინ როდესაც 2009 წელს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2.9% იყო. 2014 წლის პროგნოზით კი ეს მონაცემები 3,8 – 3,6 %-მდე დაეცემა.
“ეს პროგნოზები მძიმე ასახვას ჰპოვებს ეკონომიკის ყველა ძირითად კომპონენტზე, იგულისხმება როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ეკონომიკები. ეს ყოველივე რთულ პირობებში აყენებს საწარმოებსა და მათში მომუშავე მუშებს.“ – განაცხადა გაი რაიდერმა.
გაი რაიდერმა ასევე ხაზი გაუსვა უმუშევრობის დონის მაჩვენებლებს, ამასთანავე “უმოქმედო/უუნარო ხელფასებს“ ბევრ ქვეყანაში, კერძო ინვესტიციების კლებასა და საჯარო სექტორში დასაქმებულების ზეწოლაზე. “ეს გამოწვევები დიდ ზეწოლას ახდენს გლობალურ დასაქმებაზე.“ – განაცხადა მან.
გაი რაიდერი მტკიცებით ასევე ძალიან მაღალია ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი ბევრ რეგიონში, ან ხშირ შემთხვევებში ხდება მათი დასაქმება არაფორმალურად რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს უთანასწორობის გაღრმავებას ბევრ ქვეყანაში. თუმცა მან რამდენიმე პოზიტიურ მოვლენას გაუსვა ხაზი – რამდენიმე განვითარებადმა ქვეყნებმა გამოამჟღავნეს მეტი მდგრადობა ვიდრე ადრე კრიზისის დროს. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში კი დაწყებული ეკონომიკური კრიზისის შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს. – განაცხადა მან.
შსო-ს მმართველო ორგანოს შეხვედრაზე კიპროსის შრომის მინისტრმა ზეტა ემილიანიდოუმ განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ჯერ კიდევ განიცდიან ეკონომიკური კრიზისის გავლენას. გამომდინარე იქედან რომ არ არის სამუშაო ადგილები და ვერ ხდება მშპ-ის ზრდა მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
“რა თქმა უნდა ჩვენ არაფერს ვიშურებთ იმისთვის, რომ ამან უარყობითი ზეგავლენა არ მოხდინოს შრომის ბაზარზე და შევძლოთ გავუმკლავდეთ ფინანსურ გამოწვევებს. ვინაიდან ფისკალური კონსოლიდაცია აუცილებელია, ჩვენ ვიცით რომ მას არ შეუძლია თავად უზრუნველყოს მგრადი გადაწყვეტა. ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და კონკურენტუნარიან გარემოს ჩამოყალიბებას რათა გვქონდეს კარგად ფუნქციონირებადი შრომის ბაზარი ამ გლობალიზებულ და ცვალებად გარემოში.“ – განაცხადა შრომის მინისტრმა.
“შსო – დასძენს ის – უზრუნველყოფს ტექნიკურ ექსპერტიზას და დახმარებას იმისთვის რომ მისმა მთავრობამ ძალისხმევა არ დაიშუროს შექმნას სტაბილური ეკონომიკა, გაიზარდოს სამუშაო ადგილების შექმნისა და ახალგაზრდების დასაქმების ტენდენციები.
განას დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების მინისტრმა ნი აშიეიტ არმაჰმა ასევე ისაუბრა აფრიკული შრომის ბაზრის სუსტ მოთხოვნებზე, უმუშევრობის მაღალ მაჩვენებლებზე და განაში არსებულ ძირითად გამოწვევებზე.
“განას მთავრობამ ეროვნული განვითარების დღის წესრიგის მთავრ საკითხად დასაქმების პოლიტიკა აქცია. ამ მხრივ, ჩვენ ვიმუშავებთ პროგრამებსა და პოლიტიკებს. გარდა ამისა, მიმდინარეობს რიგი ინსტიტუტების რესტრუცტურიზაცია რათა შეიქმნას სამუშაო ადგილები.“
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო განას რესპუბლიკაში მიმდინარე პროგრამა რაც გულისხმობს საჯარო და კერძო სტრუქტურების პარტნიორობის ( The public-private partnership (PPP)) პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს დიდ საინვესტიციო პროგრამებს. ასევე ინვესტიციები იდება ისეთი პოლიტიკების წასახალისებლად რომლების მიმართულია დასაქმებულების მდგომარეობის გაუმჯობესების, სამუშაო ადგილების შექმნისა და წარმოების გაძლიერებისაკენ.
შსო-ს მმართველი ორგანოს შეხვედრაზე ასევე გაიმართა დისკუსიები გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და დასაქმების მდგომარებიოს შესახებ მთელს მსოფლიოში. დელეგატები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დასაქმებისა და სოციალურ პოლიტიკას შეუძლია დაიწყონ ეკონომიკის აღდგენისა და ზრდის უწყვეტი ციკლი.
http://www.ilo.org/global/about-the-ilo/newsroom/news/WCMS_227778/lang–en/index.htm