Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ტყიბულში მომხდარი აფეთქების დეტალების დამდგენ კომისიის მუშაობაში პროფკავშირიც ჩაერთვება

მიმდინარე წლის 9 ივნისს ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროზე მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ხუთი მაღაროელი ქალაქ თბილისისდამწვრობის ცენტრში გადიოდა მკურნალობას, ხოლო ქალაქ ქუთაისის სამკურნალო დაწესებულებაში ერთი მაღაროელი, ვაჟა კირკიტაძე იმყოფებოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, აუცილებელი გახდა რეანომობილით მისი თბილისში გადმოყვანა.

დაშავებულებს მეორე-მესამეხარისხის დამწვრობები აღენიშნებთ. შედარებით მძიმე მდგომარეობაშია ორი მაღაროელი, რომლებსაც რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებათ შესაბამისი მკურნალობის კურსი.

უბედური შემთხვევა  მინდელის სახელობის მაღაროს მე-3 საწარმოო უბნში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია. წინასწარი ინფორმაციით აალებულ უბანში მოხდა ქანების ჩამოშლა, რის შედეგადაც მოხდა მაღალი ტემპერატურის ჰაერის მასების გავრცელება გვირაბში, სადაც მაღაროელები და სამთო მაშველთა ბრიგადა ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ანხორციელებდნენ.

შემთხვევის კონკრეტულ დეტალებსა და მიზეზებს დაადგენს კომისია, რომლის მუშაობაში   პროფესიული კავშირის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.tyibuli

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.