საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინი“–ში ყირგიზეთის პროფკავშირების თავმჯდომარესთან, ასილბეკ ტოკტოგულოვთან გრძელვადიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. თანამშრომლობა ორი ქვეყნის პროფკავშირებს შორის როგორც ქალთა, ასევე ზოგადად დასაქმებულთა უფლებების დაცვის და პარტნიორობის მიზნით გაგრძელდება.
საქართველოს პროფკავშირი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ჩვენი რეგიონის, ასევე ევროპისა და ამერიკის ქვეყნების პროფესიულ კავშირებთან. საქართველოს პროფკავშირებში მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოს პროფკავშირს და ზოგადად ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს პარტნიორ ქვეყნებთან, რაც ჩვენს ქვეყანაში დასაქმებულთა დაცვის ხარისხზე რა თქმა უნდა დადებითად აისახება.