Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ფოთში გაფიცვის მასშტაბები იზრდება

გაფიცვის მესამე დღე ფოთის პორტის მოიჯარე კომპანია “B&P” -ში. ტერმინალის 200–მდე თანამშრომელი გაფიცვას განაგრძობს და დღეს, 22 ნოემბერს, 13 საათზე მედიისათვის საინფორმაციო მიტინგს გამართავენ.

გაფიცულთა სამომავლო გეგმები სწორედ ამ აქციაზე გახმაურდება. აქციას შეუერთდებიან, ქალაქ ფოთის აგრარულ ბაზარში დასაქმებულები, ბათუმელი და ქუთაისელი მძღოლები, საქართველის რკინიგზის თანამშრომლები და სხვა დასაქმებულები. გაფიცულები მოლაპარაკებების დასაწყებად მზადყოფნას გამოთქვამენ. თუ მოლაპარაკება არ შედგა ისინი პროტესტის დამატებით ფორმებს მიმართავენ.

ფოთის პორტის მოიჯარე კომპანია “B&P”-ს თანამშრომლები ხელფასების მომატებას, უვადო ხელშეკრულებების დადებას და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ. მოთხოვნებს გუშინ ტერმინალის დირექტორის ჯუმბერ ცომაიას მოხსნაც დაემატა, რომელსაც თანამშრომლები არაადეკვატურ დამოკიდებულებაში და არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.