Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებათა და შრომის დაცვის ანგარიში საქართველო 2014

 

ნაწილი 7. თანამშრომელთა უფლებები

.         ასოციაციებში გაერთიანების თავისუფლება და ოლექტიური მოლაპარაკებების უფლება

 

მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს მიღებული განახლებული შრომის კოდექსი და მისი შესაბამისი დებულებები და წესები ზოგადად ანიჭებს ყველა დასაქმებულს საკუთარ უფლებებს, სახელმწიფო მოხელეების ჩათვლით, ასევე აძლევს მათ უფლებას შექმნან და გაერთიანდნენ დამოუკიდებელ კავშირებში და მოაწყონ გაფიცვები, დადონ კოლექტიური გარიგებები, მმართველებმა ვერ ჩამოაყალიბეს შესაბამისი შრომის ინსპექცია, რომ კანონის ეს მუხლი ამუშავდეს.

ადგილზე კოლექტიური თანხმობის  დროს კანონი  მხოლოდ დავების არსებობის შემთხვევაში უშვებს გაფიცვის ჩატარების ნებას. გაფიცვების დრო შეზღუდული არ არის, მაგრამ კანონის შესაბამისად ეს 90 დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. სასამართლო წყვეტს გაფიცვის კანონიერებას, და გაფიცვის შესახებ წესების

დამრღვევს ორი წლით პატიმრობა ემუქრება. თუმცა კანონი კრძალავს გაერთიანების წევრების წინააღმდეგ ან გაერთიანების ორგანიზაციის საქმიანობის დისკრიმინაციას ზოგადად, ის არ ითხოვს გაერთიანების საქმიანობიდან გამომდინარე დათხოვილი თანამშრომლის აღდგენას. თანამშრომლები ვალდებულნი არ არიან დადონ კოლექტიური გარიგება, მაშინაც კი, როდესაც პროფკავშირს ან თანამშრომელთა ერთ ჯგუფს სურს ამის გაკეთება.
მთავრობამ ვერ შექმნა შესაბამისი ეფექტური კანონი, რომელიც აკრძალავდა გაერთიანებების წინააღმდეგ დისკრიმინაციას და დაუშვებდა თანამშრომლების ჯგუფურ შეკრებას. რადგანაც არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანო, ამ სფეროში შეინიშნება დარღვევები. დათხოვნილი თანამშრომლების მიმართ ეფექტური ჯარიმები არ განხორციელებულა. კანონიერი დავები ხანგრძლივი დროით გადაიდება ხოლმე. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შრომის ინსპექტირების და მედიაციის სამსახურის არარსებობის გამო მთავრობა არ კრძალავს კოლექტიურ კონტრაქტებს (როგორც ამას კანონი ითხოვს) და ვერ აკონტროლებს დასაქმებულების მუშაობის შრომით კანონთან შესაბამისობაში. თანამშრომლებს, რომლებიც თვლიან, რომ ისინი უკანონოდ დაითხოვეს, ერთი თვის ვადაში შეუძლიათ შეიტანონ საჩივარი ადგილობრივ სასამართლოში.

სამმხრივი კომისია, რომელსაც პრემიერ მინისტრი თავმჯდომარეობს, და რომელიც წარმოდგენილია მრეწველობისა და ორგანიზებული მუშაკებით, შეიკრიბა 1 მაისს, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ახალი შრომის  ინსპექციის შექმნისა და სტრუქტურის კუთხით ვერ გააკეთეს.

ზოგადად, მუშაკები იყენებდნენ გაფიცვის უფლებას კანონის შესაბამისად. თებერვალსა და მარტში ხუთ-ნახევარი კვირის განმავლობაში კაზრეთში ოქროს და სპილენძის მადნების საბადოებზე მომუშავე მუშაკებმა მოაწყვეს გაფიცვა, ისინი მოითხოვდნენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასის გაზრდას და თორმეტამდე უსამართლოდ დათხოვნილი თანამშრომლის აღდგენას. გაფიცვა კანონიერი იყო, მუშაკებმა გაფიცვის შესახებ 21 დღით ადრე გააფრთხილეს მენეჯერები, მაგრამ მედიაცია გაფიცვის დაწყებამდე არ განხორციელებულა, რადგან ამ მთავრობას არ გააჩნია კვალიფიცირებული კადრები ამ სფეროში. დამკვირვებლები თვლიან, რომ გაფიცვა გაგრძელდა, რადგანაც მთავრობა  ენდო დაქირავებულ ადვოკატს, რომელიც ორ მხარეს არიგებდა. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი  (პმთპკ) და ფოსტის მუშაკთა კავშირი წლის განმავლობაში მთავრობის ჩარევის არაერთ შემთხვევაზე გვიამბობს. მანამდე პრობლემები თანხების გადახდას უკავშირდებოდა, პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ შემოწმების სისტემა გამართულად მუშაობდა, მაგრამ რეგულაციების თანახმად, საჭირო იყო რომ სკოლის დირექტორებს ნება დაერთოთ პროფკავშირის წევრებს გადაიხადათ საწევრო ბარათებით. (პმთპკ) მონაცემებით, მას შეუძლია 800 სკოლასთან დადოს ხელშეკრულება შემოწმების სისტემის გამოყენების ნებართვის შესახებ, მაგრამ ბევრმა დირექტორმა უარი განაცხადა ნებართვის გაცემაზე. საჭირო არ არის დირექტორებისგან ნებართვის აღება მასწავლებლებისთვის, რომ საწევრო ხელფასიდან გადაიხადონ პოლიტიკური პარტიების ან საქველმოქმედო საქმიანობაში. ეს შეზღუდვები მის ფუნქციონირებას დაეტყო.

 

სოლიდარობის ცენტრმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ და საქართველოს პროფესიული კავშირების კონფედერაციამ განაცხადეს, რომ სულ უფრო იზრდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ეგრეთწოდებული “ყვითელი” პროფკავშირები.  სულ უფრო დიდ საფრთხეს უქმნიან ქვეყანაში დასაქმებულთა უფლებებს. (პმთპკ) მონაცემებით, გახშირდა შემთხვევები, როდესაც განათლების სამინისტროს თანამშრომლები იყენებენ რესურს ცენტრებს იმისათვის, რომ მთავრობის მიერ დაფინანსებული კავშირის წევრები აიყვანონ სამუშაოზე. (პმთპკ) მონაცემებით, არსებობს დიდი სხვაობა ასეთ კავშირებს შორის. ფოსტის მუშაკთა პროფკავშირი აცხადებს, რომ ფოსტის სერვისის მენეჯერებმა 2013 წელს დაასპონსორეს საქართველოს ფოსტის განვითარების კავშირის დაფუძნება. ყოველმა თანამშრომელმა უნდა გადაიხადოს საწევრო გადასახადი თვეში ხუთი ლარი ($2.85). საქართველოს პროფესიული კავშირების კონფედერაციის (სპკგ) განცხადებით, 2013 წლის  რკინიგზის მუშაკთა პროფკავშირების ყრილობაზე დელეგატებად იყვნენ წარდგენილნი საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი და სამმართველოს კიდევ ერთი დირექტორი, ხმის მიცემის უფლებით; 2013 წლის თებერვალში ფოსტის მუშაკთა კავშირმა მოახსენა  სპკგ-ს, რომ ფოსტის სერვისის მენეჯერებმა ცალმხრივად მოშალეს კოლექტიური ხელშეკრულება და ყველა თანამშრომელი აიძულეს ერთ თვიანი კონტრაქტის დადებაზე. გაერთიანებამ შეიტანა საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში ფოსტის სერვისის წინააღმდეგ, სადაც ითხოვდა კოლექტიური ხელშეკრულების პირობების გადახედვას. კავშირის მონაცემებით, მენეჯერებმა ადმინისტრაციულ შენობაში არსებული ოფისების დახურვა სცადეს. ივლისში მენეჯერებმა დაითხოვეს კომიტეტის ცნობადი წევრი. ოფიციალური ვერსიით, კომიტეტის წევრმა ვერ გაიარა სპეციალური ტესტი, მაგრამ სინამდვილეში ეს ხდებოდა კავშირისა და სამმართველოს ერთობლივ შეხვედრაზე, სადაც მათ დაარწმუნეს დამკვირვებლები იმაში, რომ ეს მისი არაეფექტური ხელმძღვანელობის გამო მოხდა. თანამშრომლებმა ასევე მოახსენეს სპკგ-ს, რომ მენეჯერების მხრიდან იყო ზეწოლა კავშირის დატოვებასთან  დაკავშირებით.

 

. დისკრიმინაცია დასაქმების ან საქმიანობის თვალსაზრისით

 

კანონი კრძალავს თანამშრომლების დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური დონის, ეროვნების, წარმოშობის, ეკონომიკური მდგომარეობის ან სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური, საჯარო, პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა კავშირის წევრობის ნიშნით, პროფესიული კავშირების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების გამო. არ არსებობს შეზღუდვები შიდსის/აივ-დადებითი სტატუსის ან სხვა გადამდები დაავადებების, სქესის, ენის ან სოციალური სტატუსის გამო. კანონში გაწერილია ასევე, რომ დისკრიმინაცია განიხილება როგორც “პირზე პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეწოლა მისი დაშინების, მისთვის მტრული, შემზარავი, არასასიამოვნო გარემოს შექმნის მიზნით”. სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. სპკგ-ის მონაცემებით, არსებობს დისკრიმინაცია ასაკის, სქესის, კავშირის წევრობის კუთხით. კომპანიები და საჯარო ორგანიზაციები ხშირად ახორციელებენ კადრების რეორგანიზაციას, პენსიის ასაკამდე მისულ თანამშრომლებს ათავისუფლებენ. გარდა ამისა, ვაკანსიების გამოცხადების დროს ცხადდება ბევრი შეზღუდვა. როდესაც ვაკანსიას ქალები მიმართავენ, თბილისის სასწრაფო მართვის სააგენტოს მონაცემებით, ხშირია სექსუალური კუთხით უფლების გადამეტება.  სპკგ-ის მონაცემებით, ასეთი შემთხვევები ხშირია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორებში, ასევე საქართველოს რკინიგზის, ფოსტის სერვისის ფილიალებში, სახანძროში და სხვა მუნიციპალურ დაწესებულებებში.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.