Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შეწყვიტეთ თურქეთის პროფკავშირებზე ზეწოლა!

2014 წელი თურქეთის პროფკავშირებისთვის ორი მთავარი მოვლენით დაიწყო: განუწყვეტელი სახელმწიფოებრივი დევნით და კანონმდებლობრივი შევიწროვებებით. ბოლო წლებში KESK-ის წევრი პროფკავშირების ასობით წევრი და ლიდერი დააკავეს, გაასამართლეს რამდენიმე ბრალდებით და ჩასვეს ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სარგებლობდნენ თავიანთი თავისუფალი სიტყვის და მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებებით.

13 იანვარს ანკარაში გაიმართება 502 დაკავებული პირის პირველი სასამართლო მოსმენა, რაც წარმოადგენს ერთერთ ყველაზე მრავალრიცხოვანი ბრალდებული მონაწილეობით გამართულ სასამართლო პროცესს თურქეთის ისტორიაში.

დაკავებულ პირთა შორის არიან KESK-ის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი. მათ ბრალი წარედგინათ საზოგადოებრივი ქონების დაზიანებისა და 28-29 მარტს, 2012 წლის ანკარაში მომხდარ გაფიცვის და დემონსტრაციის დროს განხორციელებული არასათანადო ძალადობრივი ქმედებებისთვის. ეს დემონსტრაცია მაშინ პოლიციის შეტევის  მეშვეობით იქნა შეჩერებული.

პოლიციის შეტევის  შედეგად 2 დემონსტრანტი მძიმედ დაშავდა. საჩივარი შეტანილი იქნა პოლიციის წინააღმდეგ, მაგრამ საქმეს სისხლის სამართლებრივი მსვლელობა არ მისცემია.

23-24 იანვარს, KESK-ის წევრთა და ლიდერთა პირველი სასამართლო მოსმენა იგეგმება სტამბულში. ისინი დააკავეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული პოლიციის რეიდის შედეგად. სულ 167 ადამიანი დააკავეს და მათგან 28 დღესაც ციხეში იმყოფება სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში.

თურქეთის პროფკავშირებთან თანადგომისა და სოლიდარობის გამოხატვის მიზნით ორივე სასამართლო პროცესს დაესწრება საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციისა და ევროპის პროფკავშირების დელეგაციები.

საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაცია გმობს თურქეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ სასამართლო დევნას პროფკავშირების  მიმართ და მკაცრად აკრიტიკებს ხელისუფლების მხრიდან თურქეთის სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენებას, რითაც ის აფერხებს თურქეთის პროფკავშირულ მოძრაობას, და კერძოდ, KESK-ს საქმიანობას.

თურქეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს პროფკავშირის ყველა  წევრი, რომლებიც დაპატიმრებული  არიან  უკანონო ორგანიზაციებთან დაუდასტურებელ კავშირის ბრალდებით  და გააუქმოს  დემონსტრაციების და შეხვედრების აკრძალვის შესახებ ყველა ბრძანება.

ITUC ასევე მოუწოდებს თურქეთის მთავრობას შეაჩეროს რეპრესიები პროფკავშირების წინააღმდეგ, რომელთა წევრებიც მხოლოდდამხოლოდ სარგებლობენ მათი კანონიერი პროფკავშირული უფლებით,  მათ შორის, გაერთიანების და  მშვიდობიანი პროფკავშირული საქმიანობის წარმოების უფლებით.

იმოქმედეთ და მოუწოდეთდეთ თურქეთის მთავრობას რომ შეწყვიტოს პროფკავშირების სასამართლოს მეშვეობით დევნა!

http://act.equaltimes.org/en/turkeytrialsturk

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.