Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შეხვედრა ზუგდიდელ ჟურნალისტებთან

“თუ ადრე შრომის კოდექსი დამსაქმებელზე იყო მორგებული, ახალი შრომის კოდექსის პრიორიტეტი დასაქმებულია!» – ამბობს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების სამეგრელოს ორგანიზაციის იურისტი გიორგი აფშილავა, რომელიც ზუგდიდში, პროფკავშირების სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ინგა გვასალიასთან ერთად რეგიონში დასაქმებულ ჟურნალისტებს შეხვდა.

მიუხედავად შრომის ახალი კოდექსის ამოქმედებისა, დამსაქმებლები ჯერ კიდევ პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან საკუთარ ორგანიზაციებში დასაქმებული პირების უფლებების დაცვას, პრობლემები არსებობს შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. ის ან არ არსებობს, ან დამახინჯებულია და დამსაქმებლის ინტერესებზეა აგებული. სწორედ ასეთი ხელშეკრულებები გახდა მიზეზი რომ რამდენიმე დღის წინ გორში დაფიქსირდა ჟურნალისტთა შრომითი უფლებების დარღვევა.

“მაშინ კი არ უნდა გაგვახსენდეს მასმედიის წარმომადგენელთა პროფკავშირული გაერთიანების შექმნა, როცა გვიჭირს, მანამდე უნდა შეიქმნას. ამიტომ გთავაზობთ, რომ ზუგდიდშიც ჩამოყალიბდეს მსგავსი გაერთიანება, რომ თითოეულმა ჟურნალისტმა შეძლოს საკუთარ სამსახურში თავისი შრომითი უფლებების დაცვა“.-განაცხადა ინგა გვასალიამ

თანდართულ ბმულზე ნახეთ ამ შეხვედრის ვიდეოკადრები: https://www.youtube.com/watch?v=Bi6kQ4koNxI12

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.