გუშინ სამუშაო ადგილზე გარდაცვალების მორიგი სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, თუ რაოდენ აუცილებელი და მნიშვნელოვანია შრომის ინსპექცის დროული ამოქმედება. ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში, გუშინ გვიან ღამით დენის დარტყმის გამო ელმავლის მემანქანე დაიღუპა.
“გვაქვს შეკითხვები, რატომ იყო ამობრუნებული სადენები და რატომ დასჭირდათ გასწორება, რატომ იყო მარტო ეს ადამიანი, რამდენად ხშირად ხდება ასეთი რამ. წესით, არ უნდა იქმნებოდეს სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაცია, სხვა მაღაროებში რა ვითარებაა და სხვა”-, აცხადებს დოლაბერიძე
მისივე თქმით, პროფკავშირი წერილობით მოითხოვს ფაქტის კვლევის კომისიაში მათი წარმომადგენლების მონაწილეობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დასკვნა არ დაემთხვევა პროფკავშირის წარმომადგენლის შეფასებას, პროფესიული გაერთიანება ალტერნატიულ დასკვნას მოამზადებს:
“იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის ბრალეულობა გამოიკვეთა, ჩვენ არ დავტოვებთ ამ საქმეს და სასამართლოს მივმართავთ” ,- ამბობს დოლაბერიძე.