სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეს პროფკავშირებმა გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა მემორიალი გახსნეს
28 აპრილი – სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, მათ შორის საქართველოშიც. წელს, პროფკავშირებმა, გუდაურში, 2022 წლის 29 ივლისს, პარაპლანისტების დასახმარებლად მისული ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სასწრაფო სამედიცინო დახმარების პირველადი პროფკავშირის ექიმების მემორიალი გახსნეს, რითაც კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპულთა სულებს. ასევე, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გარდაცვლილთა […]
სამუშაო ადგილებზე დაღუპულ და დაშავებულ მუშაკთა საერთაშორისო დღის (28 აპრილის) შესახებ
პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში სამუშაო ადგილებზე მიღებული ტრავმებისა და პროფესიული დაავადებებისგან 3 მილიონამდე ადამიანი იღუპება. მითითებული მაჩვენებელი ცხადჰყოფს, რომ ამ მხრივ მდგომარეობა სავალალოა და დროა ქვეყნების მთავრობებმა და დამსაქმებლებმა სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხი, ადამიანის ფუნდამენტური უფლების დონეზე აიყვანონ. საგულისხმოა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ, სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა […]