უსინათლოთა კავშირიდან გათავისუფლებულების უფლებები პროფკავშირებმა ორ ინსტანციაში დაიცვა და აღადგინა

ჯამლეტ ნარმანია, ტრისტან გურჩიანი, მარინე ბანეთიშვილი, თამარ თალაკვაძე, ხათუნა ცენტერაძე და ლევან ხაზიური – ეს იმ ადამიანთა ჩამონათვალია, რომელთა დასჯაც „უსინათლოთა კავშირმა“ მათ მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული დირექტორის მხარდაჭერის გამო სცადა. დასაქმებულთა ნაწილი მკვეთრად გამოხატული და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრში […]