როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სამუშაოზე ტრავმა მიიღეთ და დამსაქმებელი ვიდეო მტკიცებულებების გადმოცემაზე უარს გეუბნებათ

შპს „ევოლუშენ ჯორჯიაში“ ბანქოს მჩეხავის პოზიციაზე დასაქმებული ხატია გოგოლაძისთვის დამსაქმებელს სამუშაო ადგილზე დაშავების ამსახველი ვიდეო მტკიცებულებების გადაცემა მხოლოდ მას შემდეგ დაევალა, რაც დასაქმებულმა პროფკავშირის მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. ყველაფერი 2023 წლის 09 ოქტომბერს დაიწყო. ახალგაზრდა ქალს კომპანიის ერთ-ერთი შენობის ფოიეში სველ იატაკზე ფეხი აუცურდა, დაეცა, თავი დაარტყა და გონება დაკარგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, […]