საქართველოს პროფკავშირების დელეგაცია სომხეთის პროფკავშირებს სტუმრობს
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და წევრი ორგანიზაციების ლიდერებით დაკომპლექტებული დელეგაცია, ირაკლი პეტრიაშვილის თავმჯდომარეობით, სომხეთის პროფკავშირებს, საქართველოს პროფკავშირებში ვიზიტის საპასუხოდ სტუმრობს. ორი ქვეყნის პროფკავშირების ლიდერები ერთმანეთს პროფკავშირული საქმიანობის გამოცდილებებს უზიარებენ. შეხვედრის მთავარი თემა – გენდერული თანასწორობა და უთანასწორობის შემცირება სამუშაო ადგილებზეა. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებში არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა, ასევე, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის დიალოგის მნიშვნელობა, გენდერული დისკრიმინაციისა […]