Search
Close this search box.
Search
Close this search box.

27 წელი ერთი გაფიცვიდან

სტატიის ავტორი:  დავით არაბიძე

საქართველოს ისტორია მრავლის მნახველია და მასში არის ასახული მძლავრი სოციალური მოვლენებიც. გაფიცვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენაა ქვეყნის ცხოვრებაში და ამ 27 წლის წინ ეს სოციალური აქტი ფრიად აქტუალური იყო ცხოვრებისათვის. ერთ-ერთი ასეთი გაფიცვის შესახებ მოგვითხრობს ქართული საინფორმაციო ცენტრის მიერ 1990 წლის 18 თებერვალს გამოცემული №9 პრეს-ბიულეტენი, რომელშიც აღნიშნულია: „ტყიბულში 27 მარტიდან მიმდინარეობს მეშახტეთა გაფიცვა. გაფიცულია 2 შახტა მთლიანად და ერთი ნაწილობრივ. 12 აპრილს ქუთაისსი გაერთიანება „საქნახშირ“-ში შედგა ტყიბულელ მეშახტეტა საგაფიცვო კომიტეტისა და ტყვარჩელის მეშახტეთა წარმომადგენლობის შეხვედრა. მიღწეულია სრული ურთიერთ შეთანხმებები.

cms-image-000026351

ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტის ძირითადი მოთხოვნებია:

ტყიბულის შახტებისა და ქალაქის სრული თვითმმართველობა;

ტყიბულისა და ტყვარჩელის შახტების საკავშიროდან რესპუბლიკურ დაქვემდებარებაში გადმოცემა;

ეკონომიკურ-აგრარულ რეფორმის გატარება.

გაფიცვა გრძელდება.“

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.