Search
Close this search box.
Search
Close this search box.

IndustriALL Global Union მოუწოდებს BP-s უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტური შრომითი უფლებების დაცვა BP Georgia-ში

letterinsudtrialis-logoგთავასობთ წერილის სრულყოფილ თარგმნილ ვერსიას, რომლის ადრესატიც BP-ს გენერალური დირექტორია:

 

 

 

IndustriALL                                        tel: +41 (0)22 308 50 50

Global Union                                       faqsi: +41 (0)22 308 50 55

                           info@industriall-union.org                               პრეზიდენტი: იორგ ჰოფმან

                           www.industriall-union.org                                გენ. მდივანი: ვალტერ სანჩეს

 

რობერტ ვ. დადლის                                              Jeneva, 27 oqtomberi, 2016w.

BP- ს გენერალურ დირექტორს

  1. სენტ ჯეიმს სქვეარ, ლონდონი

ლონდონი, ინგლისი

 

გაგზავნილია ელ. ფოსტით: ir@bp.com; chris.schlueter@bp.com; extcomge@bp.com; info@moh.gov.ge; geomission.geneva@mfa.gov.ge; და ფაქსით: +44 20 7496 4630

 

 

IndustriALL Global Union მოუწოდებს BP-s უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტური შრომითი უფლებების დაცვა BP Georgia-ში

 

პატივცემულო ბ-ნო დადლი,

 

წერილს გწერთ IndustriALL Global Union-ის სახელით, რომელიც აერთიანებს 50 მილიონ მუშას სამთო, ენერგეტიკისა და მრეწველობის სექტორში 140 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.,რათა მოვუწოდოთ BP -s დაუყოვნებლივ ჩაერიოს მისი ფილიალის BP G BP Georgia-s და მისი დასაქმების სააგენტოს – H HRRA-s საქმიანობაში და ყველა ზომა მიიღოს იმისათვის, რომ BP G BP Georgia -მ შეწყვიტოს პროფკავშირის წევრების შევიწროება, დაიწყოს გაზსადენის პროფკავშირის წევრებთან კოლექტიური მოლაპარაკებები და დაუყოვნებლივ აღადგინოს სამსახურში “PPipeline Union”-is  თავმჯდომარის მოადგილე – ვახტანგ პირმისაშვილი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ “PPipeline Union” – საქართველოს გაზისა და ნავთობის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პირველად ორგანიზაციაა, რომელიც თავის მხრივ IndustriALL Global Union -ის წევრი ორგანიზაციაა საქართველოდან.

 

IndustriALL Global Union -ი აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ BBP Georgia უარს ამბობს “PPipeline Union”   წევრებთან კოლექტიური მოლაპარაკებების დაწყებაზე, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 41-ს მუხლის აშკარა დარღვევაა.

გარდა ამისა, BP G BBP Georgia -ს ხელმძღვანელობისა და მისი დასაქმების სააგენტოს ქმედებები, მათ შორის  სამუშაოზე დისკრიმინაციის, უსამართლო დისციპლინური დევნის და ბოლოს სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ასევე დასაქმებულთა იძულება უარი თქვან პროფკავშირის წევრობაზე, წარმოადგენს საქართველოს შრომის კანონისა და საერთაშორისო შრომის ფუნდამენტური სტანდარტების უხეშ დარღვევას. ასევე უხეშად დაირღვა შსო-ს 87-ე კონვენცია, გაერთიანების თავისუფლებისა და ორგანიზების უფლების დაცვის შესახებ და შსო-ს 98-ე კონვენცია გაერთიანებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლების შესახებ. 

შესაბამისად, BP G BBP Georgia და მისი დასაქმების სააგენტო – H HRRA A ვალდებულია, მკაცრად დაიცვას სახელმწიფო და საერთაშორისო შრომის სამართალი. Aამ მიზნით, ჩვენ მოვუწოდებთ BP G BBP Georgia -ს, მონაწილეობა მიიღოს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ შრომის მედიაციის პროცესში.

 

 

ამასთან, IndustriALL Global Union დაჟინებით მოუწოდებს BP G BBP Georgia დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს ქართველ დასაქმებულთა ლეგიტიმური მოთხოვნები, მათ შორის და განსაკუთრებით, გადახედონ და კორექტირება გაუკეთონ მუშათა შრომით ანაზღაურებას, მაღალი ინფლაციისა და ქართული ეროვნული ლარის კურსის ვარდნის გათვალისწინებით, ასევე გადახედონ მუშათა ჯანმრთელობის დაზღვევის გაუარესებულ პირობებს, რამაც შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს დასაქმებულების და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე. 

IndustriALL Global Union მოუწოდებს BP G BBP Georgia დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და უზრუნველყონ დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის გარანტია BP G BBP Georgia-ში.

 

ველით თქვენგან სწრაფ რეაგირებას და დაუყოვნებელ პასუხს.

 

 

პატივისცემით,

 

ვალტერ სანჩეს,

გენერალური მდივანი              /ხელმოწერილია/

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.