Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ITUC – პროფკავშირულ საქმიანობაში ინტერვენციის შემაშფოთებელი ნიშნები ჩანს

პროფკავშირების საერთაშორისო კონფენდერაცია სპეციალურ განაცხადებას ავრცელებს, პოლიტიკურად მოტივირებული ცილისმწამებლური კამპანიის შესახებ, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და მისი ლიდერის ირაკლი პეტრიაშვილის წინააღმდეგ, რომელიც წარმოებულია ცნობილი პოლიტიკური ფიგურების და პარლამენტის წევრების მიერ.

 

აღნიშნული კამპანია მდგომარეობს ძირითადი მეინსტრიმული და სოციალური მედიის არხების გამოყენებაში, რომელიც მოჰყვა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC)-ის აფილირებული წევრის – საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მხრიდან 24 აგვისტოს რკინიგზის მუშაკთა შრომითი კონფლიქტის მხარდაჭერას.

 

შარან ბაროუმ, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC)-ის გენერალურმა მდივანმა განაცხადა: „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველთვის იყო ლიდერი საქართველოში მშრომელთა უფლებების დაცვის საკითხში, მიუხედავად იმისა თუ რომელი პოლიტიკური ტენდენცია იყო ქვეყნის ხელისუფლებაში, მან ეს საქმე საერთაშორისო დონემდე აიყვანა და 2015 წლიდან ის პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტად გვევლინება“.

 

მომავალი არჩევნების გათვალისწინებით, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC)-ი განიხილავს საქართველოს პროფკავშირების (GTUC)-ის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას როგორც სახელმწიფოს მხრიდან პროფკავშირულ საქმიანობაში ინტერვენციის შემაშფოთებელი ნიშანი. პროფკავშირული აქტივისტები და დელეგატები გვაწვდიან ინფორმაციას რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ახდენენ გავლენას მათზე, ადგილობრივ პროფკავშირებზე, რათა ძირი გამოუთხარონ საქართველოს პროფკავშირების (GTUC)-ის ხელმძღვანელობას.

 

„ჩვენთვის მიუღებელია საქართველოს პროფკავშირების (GTUC)-ის დემოკრატიულ პროცესებში ნებისმიერი ჩარევა სახელმწიფო ან პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, რაც იქნება შსო-ს სტანდარტების აშკარა დარღვევა. საკითხის სერიოზულობიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ დავაყენოთ აღნიშნული საკითხი შსო-ს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სსვა შესაბამისი ინსტიტუტების წინაშე “- განაცხადა შ. ბაროუმ

 

განცხადების დედანი იხილეთ თანდართულ მისამართზე.

 

http://www.ituc-csi.org/georgia-government-interference-in

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.