Search
Close this search box.
Search
Close this search box.

1 მაისის დემონსტრაციას სტუდენტებიც უერთდებიან

როგორც იცით, 1 მაისს – დასაქმებულთა საერთაშორის დღეს, საქართველოს პროფკავშირები მაშტაბური დემონსტრაციით აღნიშნავენ. ხვალ, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანები თბილისში, რუსთაველზე, ძველი პარლამენტის შენობასთან დღის პირველ საათზე შეიკრიბებიან.

საპირველმაისო დემონსტრაციას წელს სტუდენტური მოძრაობაც უერთდება. ახალგაზრდები სტუდენტების უფლებებზე და სოციალურ პრობლემებზე გაამახვილებენ ყურადღებას.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ ორგანიზებული ხვალინდელი აქცია თეატრალიზებული ელმენტებით იქნება გაჯერებული და სიმბოლურად შრომის კოდექსის დააწვას (კრემაციას) განასახიერებენ.

მსვლელობა საქართველოს ძველი პარლამენტის შენობიდან დაიწყება და მტკვრის სანაპიროზე დასრულდება, სადაც ძველი შრომის კოდექსის კრემაცია განხორციელდება.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.