Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სამარშრუტო ტაქსების აქცია








03.08.10

#208, #177 და #160 ხაზებზე მომუშავე სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა, ლისის ტბასთან მდებარე ეროვნულ ონკოცენტრთან, 3 აგვისტოს, საპროტესტო  აქცია გამართეს. ამ მარშრუტებზე მომუშავე 22-მა მძღოლმა 26 ივლისს ხაზზე გასვლაზე უარი თქვა და უვადო გაფიცვა გამოაცხადა. მიზეზი იყო ის, რომ დამსაქმებელმა შპსელდორადო-96” ხელმძღვანელმა ვალენტინა ჩაჩხიანმა, ხაზზე მომუშავე მძღოლებს ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი მოთხოვნები წაუყენა.

საგაფიცვო კომიტეტის წევრ ნესტორ მეტრეველის განცხადებით, დამსაქმებელი დღიური ნამუშევრიდან, 7 ლარის მაგივრად, 9 ლარს ითხოვდა. გარდა ამისა, ჩაჩხიანი მძროლებს თვეში, დამატებით, 50 ლარის გადახდას ავალდებულებდა ისე, რომ გადახდილი თანხის ქვითარს არ აძლევდა. უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში დამატებითი ფულადი გადასახადი საერთოდ არ ფიგურირებს.

სამარშრუტო ხაზის მეპატრონეს კანონთან შეუსაბამო სხვა სახის პირობებიც დაუწესებია. მაგალითად, თუ მძღოლი უეცრად ავად გახდა, მიუხედავად იმისა, შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი აქვს თუ არა, 9 ლარი აუცილებლად უნდა გადაიხადოს.

ვალენტინა ჩაჩხიანი მძღოლებთან ერთთვიან, ორთვიან და სამთვიან ხელშეკრულებებს აფორმებს. ალბათ, იმ მოტივით, რომ მძღოლის სამუშაოდან ჩამოცილება ადვილი იყოსსამუშაოს მაძიებლები ხომ საქართველოში უხვად არიან.

მძღოლებმა სამართლიანად ჩათვალეს, რომ მათი უფლებები აშკარად ირღვეოდა და საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირს მიმართეს. გაფიცულ სამარშრუტო მძღოლთა ადვოკატ ოთარ გოგიაშვილის განმარტებით, მძღოლთა შრომითი უფლებები, რომელიც ამ შემთხვევაში ხელშეკრულებით განისაზღვრება, დარღვეულია. თვით ხელშეკრულებაც კანონის უხეში დარღვევითაა გაფორმებული, – მასში დაფიქსირებულია მხოლოდ მძღოლის ვალდებულებები და არაფერია ნათქვამი შპს (დამსაქმებლის) მოვალეობებზე. საყურადღებოა ფულის შეტანის დროის გადაცდენისათვის დაწესებული საჯარიმო სანქციაც, რომელიც 200 ლარით განისაზღვრება.

ამ პირობებში ჩაჩხიანმა კონტრაქტი შეუწყვიტა 6 მძროლს და სასამართლოში ჩივილით იმუქრება.

საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია, ამ მოვლენებში გამოყოფს კრიმინალსაც, რომელიც, ახლო მომავალში, სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდება. ამის წინაპირობა უკვე არსებობს, მძღოლებმა შესაბამისი სასარჩელო განცხადებები უკვე დაწერეს. ლავრენტი ალანია არ გამორიცხავს, რომ ქალიქის სხვა ხაზებზეც იყოს მსგავსი დარღვევები, რომლთა მძროლებიც სოლიდარობას გამოუცხადებენ ამ მძღოლთა საგაფიცვო აქციას.

სამარშრუტო ტრანსპორტის მუშაობის შეფერხების გამოუკმაყოფილებას გამოთქვეს ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლებმა, პაციენტებმა და ავადმყოფთა მნახველებმა,“ – აცხადებს იგი, – „ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, მდგომარეობა დაზარალებულ მძღოლთა სასიკეთოდ შემოვაბრუნოთ. რადაც უნდა დაგვიჯდე, მზად ვართ, მთელი ქალაქის მძღოლები გავფიცოთ, თუკი ამას საჭიროება მოითხოვს.“


This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.