25.11.2012. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და გაერთიანების ქალთა ორგანიზაცია გამოეხმაურა საერთაშორისო პროფესიული კავშირების მოწოდებას 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის აღნიშვნის შესახებ. ამ დღისადმი მიძღვნილ შეკრების მონაწილე მამაკეცაბს გულზე დაუმაგრდათ თეთრი ლენტები – როგორც სიმბოლო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დასაქმებულ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე უშუალოდ სამუშაო ადგილებზე.