საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის ქალთა კომიტეტის და პან ევროპული საბჭოს ინიციატივით, თბილისში ქალთა საკითხებზე ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენციის მონაწილეები დღეს საქართველოში ქალთა სოციალ–ეკონომიურ მდგომარეობაზე იმსჯელებენ. საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი წარმოადგენს პრეზენტაციას – საქართველოში ქალთა მდგომარეობის, ახალგაზრდა ქალების შრომითი უფლებების, ლიდერობის, ადგილობრივი და საზოგადოებრივი აქტივობების და ქალთა ანაზღაურების შესახებ. განხილვის თემა იქნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183–ე კონვენცია “დედობის შესახებ“.
დისკუსია გაიმართება ადგილობრივ საკანონმდებლო ბაზასა და ხარვეზებზე, ასევე შრომის კოდექსში მიმიდინარე ცვლილებებზე.
ევროპის გამოცდილებაზე ანგარიშს საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის პოლიტიკური მრჩეველი, ოკგა ნიკოლაი წარმოადგენს. პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის წარმომადგენელი მარია ცირანტონაკი კი ყურადღებას გაამახვილებს პროფკავშირების როლზე ქალთა უფლებების დაცვის საკითხში.
კონფერენცია დღეს გაიხსნა და 15 მაისს დასრულდება.
მის: საქართველოს პროფკავშირების ცენტრალური ოფისი, მის: ვაჟა–ფშაველას 1/43