Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები მუსიკოსთა პროფესიული კავშირის დამფუძნებლებსა და წევრებს შეხვდნენ

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეები: რაისა ლიპარტელიანი და ლავრენტი ალანია მუსიკოსთა პროფესიული კავშირის დამფუძნებლებსა და წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, სფეროში არსებული გამოწვევები განიხილეს. ასევე, მუსიკოსებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათ შრომით უფლებებზე, პროფკავშირის ორგანაიზინგის არსზე და მნიშვნელობაზე და კოლექტიური მოლაპარაკებების პროცედურებსა და წესზე. დაისახა სამომავლო გეგმები. შეხვედრა ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.  

სასამართლომ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ქართველი სეზონური მუშებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა

2024 წლის 27 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ – დავით წერეთელმა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, გერმანიაში, მარწყვის საკრეფად წასული 11 სეზონური მუშის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 500-500 ლარის ოდენობით დააკისრა. ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც ქართულმა სასამართლომ ქვეყნის საზღვრებს მიღმა კონსტიტუციური ვალდებულების შეუსრულებლობისა და მოქალაქის უფლებების დაუცველობის გამო სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დააკისრა. მოსამართლის განმარტებით, ვინაიდან […]

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.