პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეები: რაისა ლიპარტელიანი და ლავრენტი ალანია მუსიკოსთა პროფესიული კავშირის დამფუძნებლებსა და წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, სფეროში არსებული გამოწვევები განიხილეს. ასევე, მუსიკოსებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათ შრომით უფლებებზე, პროფკავშირის ორგანაიზინგის არსზე და მნიშვნელობაზე და კოლექტიური მოლაპარაკებების პროცედურებსა და წესზე. დაისახა სამომავლო გეგმები.
შეხვედრა ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.