Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ბათუმის მეორე პროფკავშირული სკოლის კურსდამთავრებულებმა სერთიფიკატები მიიღეს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და ავსტრიის პროფკავშირების ფედერაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 11 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო გალოგრეში ჩატარდა ბათუმის მეორე პროფკავშირული სკოლის დახურვის და წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება, რომელში მონაწილეობაც პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეებმა თამაზ დოლაბერიძემ და ეთერ მათურელმა მიიღეს.

პროკავშირულ სკოლებში ისწავლება ისეთი მნიშვნელობის საკითხები, როგორებიცაა ადამიანის და შრომითი უფლებები, კანონმდებლობა, შრომის უსაფრთხოება და შრომის ინსექტირების მნიშვნელობა, გენდერული საკითხები, მოლაპარაკებების წარმოების გზები და მეთოდები, საზოგადოებასა და მედიასთან კომუნიკაცია, ასოციაციის თავისუფლების და პროფკავშირების მნიშვნელობასთან დაკავშირებული საკითხები.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სკოლების მეშვეობით უკვე გადამზადდა სხვადასხვა სფეროებში და სექტორებში დასაქმებული 300 ზე მეტი აქტიური ადამიანი. სკოლის მიზანია აქტივისტების ცოდნისა და ცნობირების ამაღლება და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ამ გზით წვლილის შეტანა

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.